კრიპტობაზრის შენელების ფონზე, a16z crypto-მ $2.2 მილიარდიანი ფონდი მოიზიდა

ბლოგპოსტში, სადაც კრიპტოს მომავლის ხედვაზე, „ახალ ფინანსურ სისტემასა“ და AI-ს რისკებზეა საუბარი, a16z crypto-მ ახალი $2.2 მილიარდიანი ფონდის შექმნა დააანონსა. ეს ვენჩურული კაპიტალის (VC) ფირმის რიგით მეხუთე ფონდია და ჯამში მოზიდული თანხების მოცულობა $9.8 მილიარდამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ფონდმა CTO Eddy Lazzarin გენერალურ პარტნიორად დააწინაურა, რითაც GP საინვესტიციო გუნდი ოთხ წევრამდე გაიზარდა. Lazzarin უერთდება Chris Dixon-ს, Ali Yahya-ს და Guy Wuollet-ს. ფონდს ინვესტიციები ისეთ ცნობილ კომპანიებში აქვს განხორციელებული, როგორიცაა Coinbase, Kalshi და Solana Foundation.

სიახლის დრო ოდნავ ირონიულია, რადგან კრიპტო ვაჭრობა შენელებულია და იმავე დღეს Coinbase-მა პერსონალის 14%-ის დათხოვნის შესახებ განაცხადა. კრიპტო სტარტაპებში VC ინვესტიციებმაც საგრძნობლად იკლო.

a16z crypto-ს პარტნიორები ამ ფაქტს აღიარებენ და აცხადებენ, რომ „ახლა ერთ-ერთ შედარებით წყნარ პერიოდში ვიმყოფებით“. თუმცა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ სწორედ ასეთ დროს შექმნილი პროდუქტები ხშირად უფრო მდგრადი და სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ბაზრის პიკზე გაშვებული სტარტაპები.

მიუხედავად ბაზრის მდგომარეობისა, ბლოკჩეინ სტარტაპებისთვის VC დაფინანსება კვლავ ხელმისაწვდომია. თუმცა, ფაუნდერებს მოუწევთ იმ ფაქტთან გამკლავება, რომ ბევრი მსხვილი კრიპტო VC ახლა ხელოვნური ინტელექტის (AI) სტარტაპებითაა დაინტერესებული, სადაც ვალუაციები სწრაფად იზრდება. მაგალითად, Paradigm და Haun, რომლებიც ტრადიციულად კრიპტოზე იყვნენ ფოკუსირებულნი, ახლა ინვესტიციებს AI სექტორშიც განიხილავენ.

ამის ფონზე, a16z crypto-ს წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მათი უახლესი ფონდი არ გადაუხვევს სტრატეგიას და „100%-ით კრიპტო ანტრეპრენერებს მოემსახურება“.

წყარო: techcrunch.com