კვლევითი რეპოზიტორიუმი ArXiv ავტორებს 1 წლით დაბლოკავს, თუ ისინი სამუშაოს მთლიანად AI-ს მიანდობენ

ArXiv, წინასწარი კვლევების ფართოდ გამოყენებული ღია რეპოზიტორიუმი, სამეცნიერო ნაშრომებში დიდი ენობრივი მოდელების (LLM) გაუფრთხილებელი გამოყენების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომები საიტზე რეცენზირებამდე ქვეყნდება, ArXiv კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკაში კვლევების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად იქცა.

ორგანიზაციამ უკვე გადადგა ნაბიჯები დაბალი ხარისხის, AI-ის მიერ გენერირებული სტატიების წინააღმდეგ. ახალი წესების მიხედვით, ArXiv-ის კომპიუტერული მეცნიერების სექციის ხელმძღვანელის, Thomas Dietterich-ის განცხადებით, თუ ნაშრომში აღმოჩნდება უტყუარი მტკიცებულება, რომ ავტორებმა არ გადაამოწმეს LLM-ის მიერ გენერირებული შედეგები (მაგალითად, არარსებული წყაროები), ავტორები ArXiv-ზე 1 წლით დაიბლოკებიან.

ეს არ ნიშნავს LLM-ების გამოყენების სრულ აკრძალვას. მთავარი მოთხოვნაა, რომ ავტორებმა აიღონ სრული პასუხისმგებლობა შინაარსზე. თუ მკვლევარები პირდაპირ დააკოპირებენ AI-ის შეცდომებსა და მიკერძოებულ შინაარსს, სასჯელი გარდაუვალი იქნება.

წყარო: techcrunch.com