
დიდი ბრიტანეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა გაეროს მოუწოდეს, ჩაერიოს „სუპერინტელექტის სახიფათო განვითარების“ პროცესში. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც Anthropic-ის გუნდის ლიდერმა განაცხადა, რომ AI-ს კაცობრიობის განადგურების პოტენციალი გააჩნია.
ლეიბორისტი დეპუტატი დარენ ჯონსი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეიმუშაოს რეგულაციები, რათა დაიცვას საზოგადოება AI-ის მიერ შექმნილი საფრთხეებისგან. პარალელურად, დეპუტატმა ალექს სობელმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს „ხელოვნური სუპერინტელექტის“ განვითარებისა და ექსპლუატაციის აკრძალვას. კანონპროექტი მთავრობას მიანიჭებს უფლებამოსილებას, გააკონტროლოს ტექნოლოგიის განვითარება, მათ შორის ჩიპების დონეზე.
კანონმდებლები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა AI-ის უკონტროლო ქმედებების რამდენიმე შემთხვევა. Hugging Face-ის ჰაკერული თავდასხმა და OpenAI-ის მოდელების მიერ კონტროლის არეალის დატოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგულაციების დაწესება დაგვიანებულია.
ამჟამად დიდი ბრიტანეთის მთავრობა AI-ის უსაფრთხოებას AI Security Institute-ის მეშვეობით აფასებს, თუმცა ეს თანამშრომლობა ნებაყოფლობითია და ინსტიტუტს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტები, რათა აიძულოს კომპანიები, დაემორჩილონ უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს. ექსპერტები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ნებაყოფლობითი მიდგომა არაეფექტურია და აუცილებელია კანონმდებლობის დონეზე მკაცრი ზედამხედველობის დაწესება, სანამ ტექნოლოგიური პროგრესი რეგულირების შესაძლებლობას საბოლოოდ გასცდება.
წყარო: wired.com






