
The Wall Street Journal-ის წყაროებზე დაყრდნობით, Google და SpaceX კოსმოსში ორბიტალური მონაცემთა ცენტრების გაშვებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
პოტენციური გარიგება ემთხვევა SpaceX-ის მზადებას $1.75 ტრილიონიანი IPO-სთვის, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. კომპანია ინვესტორებს არწმუნებს, რომ უახლოეს წლებში კოსმოსში მონაცემთა ცენტრების განთავსება AI გამოთვლებისთვის ყველაზე იაფი ალტერნატივა იქნება. ეს ასევე მოჰყვება გასულ კვირას Anthropic-სა და SpaceX-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც xAI-ის მონაცემთა ცენტრის რესურსების გამოყენებას და მომავალში ორბიტალურ პროექტებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს (SpaceX-მა xAI თებერვალში შეიძინა).
გავრცელებული ინფორმაციით, Google ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა კოსმოსურ კომპანიებთან. Project Suncatcher-ის ფარგლებში, რომელიც გასული წლის ბოლოს დაანონსდა, Google 2027 წლისთვის პროტოტიპი სატელიტების გაშვებას გეგმავს.
Elon Musk-მა ორბიტალური მონაცემთა ცენტრების მიმართ დიდი მოლოდინები შექმნა და აცხადებს, რომ მათი ოპერირება უფრო იაფია. მომხრეები ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი თავისუფალია ადგილობრივი წინააღმდეგობებისგან, რასაც ხმელეთზე მშენებლობები იწვევს. თუმცა, სატელიტების მშენებლობისა და გაშვების ხარჯების გათვალისწინებით, დღეს მიწისზედა მონაცემთა ცენტრები გაცილებით იაფი ჯდება.
მარეგულირებელი დოკუმენტების თანახმად, Google-მა 2015 წელს SpaceX-ში $900 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
წყარო: techcrunch.com







