
Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ცნობით, Apple-ის iOS-ის ახალი განახლება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, აირჩიონ სასურველი AI ჩატბოტი Siri-სთან დასაკავშირებლად. App Store-დან გადმოწერილი მესამე მხარის ჩატბოტები, როგორიცაა Google-ის Gemini ან Anthropic-ის Claude, Siri-სთვის პასუხების გენერირებას შეძლებენ — ზუსტად ისე, როგორც ხმოვანი ასისტენტი უკვე მუშაობს OpenAI-ის ChatGPT-სთან.
ახალი სისტემა, რომელსაც სავარაუდოდ Extensions ეწოდება, მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ჩართონ ან გამორთონ Siri-სთან დაკავშირებული ჩატბოტები iPhone-ზე, iPad-სა და Mac-ზე. მომავალი ინტეგრაციები ასევე იმუშავებს იმ დამოუკიდებელ აპლიკაციასთან, რომლის გამოშვებასაც Apple Siri-ს AI-ით განახლებული ვერსიისთვის გეგმავს.
იანვარში Apple-მა განაცხადა, რომ Google-თან თანამშრომლობს განახლებული Siri-ს უზრუნველსაყოფად. The Information-ის ამ კვირის რეპორტის თანახმად, აღნიშნული გარიგება Apple-ს საშუალებას აძლევს გამოიყენოს Gemini უფრო მცირე AI მოდელების დასატრენინგებლად.
მოსალოდნელია, რომ Apple თავისი ოპერაციული სისტემების უახლეს ვერსიებს 8 ივნისს დაგეგმილ Worldwide Developers Conference-ზე (WWDC) წარადგენს.
წყარო: theverge.com







