ადამიანებს ურჩევნიათ საკუთარ ეზოში Amazon-ის საწყობი ჰქონდეთ, ვიდრე Data Center

Data center-ების ზრდასთან და გავრცელებასთან ერთად, მათ მიმართ საზოგადოების უკმაყოფილებაც მატულობს.

Harvard/MIT-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 40% მხარს უჭერს მათ არეალში data center-ის მშენებლობას, ხოლო 32% წინააღმდეგია. Axios-ის მიხედვით, კვლევის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია მათ სიახლოვეს e-commerce საწყობი იყოს განთავსებული.

ნოემბერში ჩატარებული 1000-კაციანი გამოკითხვის მონაწილეთა ორი მესამედი წუხს, რომ რეგიონში ახალი data center-ის აშენება ელექტროენერგიის ფასების ზრდას გამოიწვევს. სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა პროექტების მიმართ დადებით განწყობას ინარჩუნებს, თუმცა ეს ტენდენცია შეიძლება მალე შეიცვალოს, რადგან მსგავსი ობიექტები ოპერირების ეტაპზე დიდ პერსონალს აღარ საჭიროებენ.

გასულ თვეში Quinnipiac University-ის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ წინააღმდეგობა კიდევ უფრო დიდია: ამერიკელთა 65% ეწინააღმდეგება მათ დასახლებაში AI data center-ის აშენებას. 1397 რესპონდენტიდან პროექტებს მხარი მხოლოდ 24%-მა დაუჭირა.

ახალი გამოკითხვები ნათლად მიუთითებს, რომ data center-ების გარშემო დებატები შორსაა დასრულებისგან და მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება სავარაუდოდ პოლიტიკურ დღის წესრიგზეც მოახდენს გავლენას. წარსულში data center-ები შეუმჩნევლად, ფონურ რეჟიმში ფუნქციონირებდნენ — თუმცა, ეს დრო დასრულდა.

წყარო: techcrunch.com