
WhatsApp-მა ახალი AI ფუნქციის, Incognito Chat-ის ჩაშვება დააანონსა. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირადად ეკონტაქტონ Meta AI-ს ისე, რომ თავად Meta-მ ვერ წაიკითხოს მათი კითხვები და პასუხები. ეს ინოვაცია WhatsApp-ის Private Processing სისტემაზეა დაფუძნებული.
Incognito Chat-ის მთავარი მიზანია AI ინტეგრაცია, რომელიც არ ეწინააღმდეგება პლატფორმის end-to-end დაშიფვრის პოლიტიკას. მრავალი გენერაციული AI გვთავაზობს „ინკოგნიტო რეჟიმს“, თუმცა WhatsApp-ის გადაწყვეტილება პროვაიდერისგან სრულად მალავს მონაცემებს. Meta-ს განცხადებით, ისინი მხოლოდ იმის დანახვას შეძლებენ, რომ ანგარიშმა გამოიყენა ეს ფუნქცია.
WhatsApp-ის ხელმძღვანელი, Will Cathcart WIRED-თან საუბრისას აღნიშნავს: „ჩვენი ამოცანაა შემოგთავაზოთ მონაცემთა ცენტრში აშენებული სისტემა, რომელსაც ექნება ისეთივე უსაფრთხოების მახასიათებლები, როგორიც თქვენს სმარტფონში არსებულ ლოკალურ მოდელებს. Incognito Chat ერთგვარი გიგანტური ტელეფონია AI-სთვის, რომლის პაროლიც ჩვენ არ გვაქვს.“
ახალი ფუნქცია ამჟამად მხოლოდ ტექსტურია, თუმცა სურათებისა და ხმის ამოცნობაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. Mark Zuckerberg-ის განმარტებით, Inference სრულდება Trusted Execution Environment-ში (TEE), ხოლო სესიის დახურვის შემდეგ შეტყობინებები ავტომატურად იშლება ტელეფონიდან.
პარალელურად დაანონსდა Side Chat with Meta AI, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, AI-ს მიმართონ უშუალოდ ჯგუფური ან პირადი მიმოწერისას — მაგალითად, რესტორნის ან ფილმის შესარჩევად — ისე, რომ ლოკაციები და ინტერესები კომპანიისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს.
კრიპტოგრაფი Matt Green მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კონფიდენციალობის უზრუნველყოფის კუთხით. თუმცა, როგორც ნებისმიერი ღრუბლოვანი (cloud) სერვისი, ისიც შეიცავს გარკვეულ რისკებს, რადგან მსგავსი ცენტრალიზებული სისტემები ჰაკერებისთვის მეტად მიმზიდველ სამიზნეს წარმოადგენს.
წყარო: wired.com







