Warner Bros. Discovery-ის ისტორიული გაყიდვა: რა უნდა იცოდეთ

მიმდინარე წელს სტრიმინგისა და გასართობი ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი გარიგების მომსწრე გახდა. Warner Bros. Discovery-ის (WBD) გაყიდვა არა მხოლოდ ზომით არის ისტორიული, არამედ მოსალოდნელია, რომ მან რადიკალურად შეცვალოს ჰოლივუდისა და მედიაბიზნესის ლანდშაფტი.

წლების განმავლობაში WBD მრავალმილიარდიანი ვალების, საკაბელო ტელევიზიის რეიტინგების ვარდნისა და სტრიმინგ-პლატფორმების მხრიდან მზარდი კონკურენციის გამო სტრატეგიულ ცვლილებებს განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად Netflix-ი გარიგების ფავორიტად მიიჩნეოდა, საბოლოოდ გამარჯვება დევიდ ელისონის Paramount-მა მოიპოვა. 111 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება მოიცავს WBD-ის ყველა აქტივს, მათ შორის HBO-ს, სტუდიებს, სათამაშო ბიზნესს და ისეთ ქსელებს, როგორიცაა CNN და HGTV.

გარიგება, რომელსაც მხარი დაუჭირა Oracle-ის თავმჯდომარემ ლარი ელისონმა, არაერთი მარეგულირებელი და იურიდიული დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. 12 შტატის გენერალური პროკურორის მიერ შეტანილი სარჩელის მიუხედავად, სასამართლომ გარიგება დაამტკიცა და 6 ოქტომბრიდან კომპანია ოფიციალურად გაერთიანდა სახელწოდებით Skydance.

ახალი კორპორაციის წლიური შემოსავალი თითქმის 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში Paramount+, HBO Max და Discovery+ სერვისები ერთიან პლატფორმად გაერთიანდება. თუმცა, ინდუსტრიაში კვლავ რჩება კითხვები სამუშაო ადგილების შემცირების, მედიის დამოუკიდებლობისა და ბაზარზე კონკურენციის შემცირების შესახებ, რაც ამ მასშტაბის მონოპოლიას თან ახლავს.

წყარო: techcrunch.com