Uber-ის ევროპული ექსპანსიის გეგმები შეფერხდა

თებერვალში Uber-მა 2026 წლისთვის ევროპის შვიდ ახალ ბაზარზე შესვლის ამბიციური გეგმები დააანონსა, თუმცა Financial Times-ის ინფორმაციით, ხუთი მათგანის გაშვება ამჟამად შეჩერებულია. პაუზა შეეხო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, ნორვეგია და საბერძნეთი.

Uber-მა FT-თან საუბარში დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ფინეთსა და დანიაში ბოლო პერიოდის გაშვებები „დიდი წარმატებით“ დასრულდა, ამიტომ კომპანია ახლა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებაზე აპირებს ფოკუსირებას.

გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა Delivery Hero-ს შეძენის მცდელობა იყოს. ევროპულმა კომპანიამ მაისში Uber-ის 10 მილიარდი ევროს ღირებულების შესყიდვის შეთავაზება უარყო, თუმცა Uber გარიგების განხორციელების იმედს არ კარგავს.

ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, ექსპანსიის შეჩერება შესაძლოა ანტიმონოპოლიური რისკების შემცირებას ისახავდეს მიზნად, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ Delivery Hero ოპერირებს მიტანის სერვისებით იმ ქვეყნებში, სადაც Uber-ის შესვლა იგეგმებოდა.

წყარო: techcrunch.com