
Uber ყიდულობს ბერლინში დაფუძნებულ startup-ს, Blacklane-ს, რომელიც მომხმარებელს შავი ავტომობილებითა და პირადი მძღოლის მომსახურებით უზრუნველყოფს. ამ ნაბიჯით კომპანია ძვირადღირებული და აღმასრულებელი კლასის მგზავრობის ბაზარზე ფართოვდება.
ეს მნიშვნელოვანი ეგზიტია 2011 წელს დაარსებული Blacklane-სთვის, რომელსაც დღემდე 100 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოზიდული ისეთი ინვესტორებისგან, როგორიცაა Sixt, Mercedes-Benz და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კონგლომერატი ALFAHIM.
Uber-ის განცხადებით, შესყიდვას მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება, თუმცა გარიგების დასრულებას წლის ბოლომდე ელიან. კომპანიებს ტრანზაქციის ფინანსური დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.
ეს შენაძენი მოჰყვა Uber Elite-ის გაშვებას, რომელიც აერთიანებს მძღოლის მომსახურებასა და სხვადასხვა პრემიუმ სერვისს. Uber Elite ჯერჯერობით მხოლოდ ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოშია ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი ნიუ-იორკის დამატება იგეგმება. თავის მხრივ, Blacklane მსოფლიოს მასშტაბით უამრავ დიდ ქალაქში ოპერირებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ამერიკაში.
წყარო: techcrunch.com







