
Taiwan Semiconductor Manufacturing Co. (TSMC), მსოფლიოში უმსხვილესი ნახევარგამტარების მწარმოებელი, ამერიკელი კლიენტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას აშშ-ში ახალი ქარხნების მშენებლობის მიუხედავად ვერ ახერხებს. „მომხმარებელთა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ჩვენი მხარდაჭერა ლიმიტირებულია“, - განაცხადა TSMC-ის გენერალურმა დირექტორმა, C.C. Wei-მ აქციონერთა კრების შემდეგ. „ყველაფერს ვაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ TSMC არ იქცეს ხელისშემშლელ ფაქტორად ბაზრისთვის“.
AI ტექნოლოგიების სწრაფმა ზრდამ უკვე შეუქმნა პრობლემები მეხსიერების ჩიპების ინდუსტრიას - RAM და NAND Flash მეხსიერების დეფიციტი, სავარაუდოდ, წლები გაგრძელდება. ხელოვნური ინტელექტის ბუმი ზრდის ნახევარგამტარების გაყიდვებსაც, რამაც, Deloitte-ის კვლევის მიხედვით, 2027 წლისთვის შესაძლოა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სურს ფასების გაზრდა, TSMC არ გეგმავს ფასების ისეთ მკვეთრ ნახტომს, როგორიც DRAM-სა და SSD-ებზე დაფიქსირდა.
C.C. Wei-ს თქმით, ამერიკული წარმოების ხარჯზე კლიენტების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას შესაძლოა „ძალიან დიდი დრო“ დასჭირდეს. TSMC-მა უკვე გახსნა ქარხანა არიზონაში და გეგმავს 165 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აშშ-ში კიდევ სამი ქარხნის, ორი მოწინავე შესაფუთი (packaging) საწარმოსა და კვლევითი ცენტრის ასაშენებლად.
წყარო: theverge.com






