„This is fine“ მემის ავტორი KC Green-ი AI სტარტაპ Artisan-თან შეთანხმდა

ცნობილი მემის, „This is fine“-ის შემქმნელმა, არტისტმა KC Green-მა AI სტარტაპ Artisan-თან შეთანხმებას მიაღწია. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტარტაპმა თავისი AI ასისტენტის, Ava-ს პოპულარიზაციისთვის Green-ის ნამუშევარი გამოიყენა.

Artisan-ის მეტროსა და ავტობუსების რეკლამებში Green-ის ცნობილი ძაღლი ალმოდებულ ოთახში იჯდა, თუმცა ფრაზის „This is fine“ ნაცვლად ეწერა: „ჩემი ფაიფლაინი იწვის“, ხოლო რეკლამა მომხმარებლებს მოუწოდებდა: „დაიქირავეთ Ava, ხელოვნური ინტელექტის მქონე BDR“.

ამ თვის დასაწყისში Green-მა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მისი ხელოვნება „მოიპარეს ისევე, როგორც ამას AI აკეთებს“ და გამომწერებს მოუწოდა, ევანდალათ მსგავსი ბანერები. მან TechCrunch-თან საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლო დავაზე დროის დაკარგვა არ სურდა.

Artisan-ის დამფუძნებელმა და CEO-მ, Jaspar Carmichael-Jack-მა განაცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. Green-მა დაადასტურა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ Artisan-მა ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში განთავსებული რეკლამები აიღო, თავად არტისტმა კი სოციალური ქსელიდან საპროტესტო პოსტი წაშალა.

წყარო: techcrunch.com