
Stripe-მა და კერძო საინვესტიციო ფონდმა Advent International-მა PayPal-ის შეძენის თაობაზე ერთობლივი წინადადება წარადგინეს. გარიგების სავარაუდო ღირებულება 53.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Reuters-ის ინფორმაციით, შეთავაზება მიმდინარე თვის დასაწყისში გაკეთდა და მას 50 მილიარდი დოლარის საბანკო დაფინანსება უმაგრებს ზურგს. გეგმის მიხედვით, Stripe და Advent-ი PayPal-ის თანამფლობელები გახდებიან და კომპანიაში თანაბარ წილებს გაინაწილებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Stripe-ს PayPal-ის შესაძლო შესყიდვას უკავშირებენ. მსგავსი მოლაპარაკებები თებერვალშიც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ ოფიციალური წინადადება არ გაჟღერებულა.
გარიგების დასრულების შემთხვევაში, ციფრული გადახდების ბაზრის ორი გიგანტი გაერთიანდება. PayPal-ს 440 მილიონზე მეტი აქტიური ანგარიში აქვს და 2025 წელს 1.8 ტრილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები განახორციელა. პარალელურად, Stripe-მა იმავე პერიოდში 1.9 ტრილიონი დოლარის გადახდები დაამუშავა, ხოლო კომპანიის საბაზრო შეფასებამ მიმდინარე წელს 159 მილიარდ დოლარს მიაღწია.
PayPal-ის ხელმძღვანელობა, რომელსაც მარტიდან ენრიკე ლორესი უდგას სათავეში, ამჟამად კომპანიის რესტრუქტურიზაციას ახორციელებს. გეგმა მოიცავს ხარჯების 1.5 მილიარდი დოლარით შემცირებას და თანამშრომელთა რაოდენობის დაახლოებით 20%-ით ოპტიმიზაციას, რაც მიზნად ისახავს კომპანიის ზრდის ტემპის აღდგენას.
წყარო: techcrunch.com





