
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) SpaceX-ს Starship-ის პროტოტიპების საცდელი ფრენების განახლების უფლება მისცა. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კომპანიამ მაისში მომხდარი ინციდენტის, კერძოდ, რაკეტის გამაძლიერებელი საფეხურის (booster) გაუმართაობის მიზეზები დაადგინა.
SpaceX-ის განცხადებით, Starship-ის მესამე ვერსიის (V3) რიგით მეორე გაშვება შესაძლოა უკვე 16 ივლისს შედგეს. ეს მისია განსაკუთრებულია იმითაც, რომ რაკეტა კოსმოსში პირველად გაიტანს მესამე თაობის Starlink-ის სატელიტებს. წინა ტესტების დროს Starship-ს მხოლოდ სატელიტების მაკეტები გადაჰქონდა.
მაისის წარუმატებელი ფრენისას, Super Heavy-ს გამაძლიერებელმა რაკეტა წარმატებით გაიყვანა კოსმოსში, თუმცა დედამიწაზე დაბრუნებისას ძრავების არასწორი მუშაობის გამო წყალში ჩავარდა. SpaceX-ის ტექნიკურმა გუნდმა პრობლემა ძრავების გაშვების თანმიმდევრობის მოდიფიცირებითა და ალგორითმების განახლებით გადაჭრა. FAA-ს დასკვნით, ავარიის მთავარი მიზეზი ასვლის დროს ძრავის კომპონენტებზე თერმული ზემოქმედება და განგაშის სისტემის არასწორი პარამეტრები იყო.
Starship-ის სრული რეუსაბელურობა (მრავალჯერადი გამოყენება) კრიტიკულად მნიშვნელოვანია SpaceX-ის გრძელვადიანი სტრატეგიისთვის, რომელიც კოსმოსური მონაცემთა ცენტრების შექმნასა და პლანეტათაშორის მოგზაურობას მოიცავს. Starlink-ის ახალი თაობის სატელიტები, რომლებიც ამ მისიით გაეშვება, ქსელის გამტარუნარიანობასა და ინტერნეტის სიჩქარეს მნიშვნელოვნად გაზრდის.
წყარო: techcrunch.com






