SoftBank ქმნის რობოტიკის კომპანიას მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად და უკვე გეგმავს $100-მილიარდიან IPO-ს

ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ცდილობენ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ავტომატიზაციის ბუმს კიდევ უფრო დააჩქარებს. იაპონური მულტინაციონალური კორპორაცია SoftBank გეგმავს ახალი კომპანიის დაფუძნებას, რომელიც სწორედ ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ავტომატიზაციაზე იქნება ორიენტირებული.

Financial Times-ის ინფორმაციით, SoftBank აყალიბებს ახალ ბიზნესს სახელწოდებით Roze AI. Wall Street Journal-ის თანახმად, Roze მიზნად ისახავს აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პროცესის მეტად ეფექტურს გახდომას. სხვა ინიციატივებთან ერთად, ეს მიიღწევა ავტონომიური რობოტების გამოყენებით, რომლებიც სერვერების ფერმების აშენებაში მიიღებენ მონაწილეობას.

საინტერესოა, რომ კონგლომერატი უკვე ამზადებს Roze-ს IPO-სთვის, რომელიც, ზოგიერთი აღმასრულებლის სურვილით, 2026 წლის მეორე ნახევარში უნდა განხორციელდეს. FT იუწყება, რომ სასურველი შეფასება შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს აღწევდეს.

ბოლო დროს სხვა ინიციატივებიც ითვალისწინებს AI-სა და ავტომატიზაციის გამოყენებას ინდუსტრიული სექტორის ეფექტურობის გასაზრდელად. მაგალითად, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა თანადააფუძნა startup სახელწოდებით Project Prometheus, რომელიც გეგმავს მსხვილ ინდუსტრიულ სექტორებში კომპანიების შეძენას და მათ მოდერნიზებას AI-ის გამოყენებით.

SoftBank ცნობილია სარისკო startup-ების დაფინანსებით (მათ ასობით მილიონი დოლარი დააბანდეს AI-ზე დაფუძნებულ პიცის მიტანის სერვის Zume-ში, რომელიც 2023 წელს გაკოტრდა). FT აღნიშნავს, რომ SoftBank-ის შიგნით ზოგიერთი თანამშრომელი სკეპტიკურადაა განწყობილი შეფასებისა და IPO-ს შეთავაზებული ვადების მიმართ.

წყარო: techcrunch.com