Sequoia Capital-ის რადიკალური ცვლილებები: 20-წლიანი ექსპანსიის დასასრული

ვენჩურული კაპიტალის გიგანტმა Sequoia Capital-მა გამოაქვეყნა მემორანდუმი, სადაც კომპანიის სტრუქტურაში მასშტაბური ცვლილებებია დაანონსებული. ფირმა უბრუნდება საწყისებს, ამცირებს იერარქიას და უარს ამბობს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დანერგილ არაერთ ინიციატივაზე.

Sequoia-ს გადაწყვეტილებით, იხურება ლონდონის ოფისი, წყდება Arc აქსელერატორისა და Scouts პროგრამის ფუნქციონირება. კომპანია აერთიანებს ადრეული და ზრდის სტადიის გუნდებს ერთიან სტრუქტურაში და აუქმებს ტრადიციულ ორშაბათის პარტნიორულ შეხვედრებს, რათა ინვესტორები დამფუძნებლების მსგავსად 24/7 რეჟიმში მუშაობდნენ.

ცვლილებები მოიცავს მენეჯმენტის გადანაწილებასაც. ფირმას სათავეში უდგას შვიდი გენერალური პარტნიორი, ხოლო ყურადღება კვლავ სილიკონის ველზე და მაღალი კონცენტრაციის მქონე ინვესტიციებზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ Sequoia აცხადებს, რომ კვლავ გააგრძელებს ევროპელი დამფუძნებლების მხარდაჭერას, ლონდონის ოფისის დახურვა ბაზარზე მკაფიო სიგნალს აგზავნის, რომ ინვესტიციების ცენტრი კვლავ Bay Area-ა.

კომპანიამ ასევე მოიზიდა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ახალი ფონდები. Sequoia-ს ხელმძღვანელობის თქმით, ეს რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯებია, რათა ფირმამ შეინარჩუნოს მოქნილობა და ხარისხი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, როგორიცაა AI, კოსმოსური ტექნოლოგიები და ბიოტექნოლოგია.

წყარო: techcrunch.com