
Seattle Times და Newsday გახდნენ მორიგი მედიაორგანიზაციები, რომლებმაც OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გამოცემები კომპანიას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათმა ჟურნალისტურმა მასალებმა OpenAI-ს AI მოდელების გაწვრთნისთვის ნებართვის გარეშე გამოიყენეს. ხშირ შემთხვევაში, ჩატბოტები მომხმარებლის კითხვებზე პასუხისას პირდაპირ იმეორებენ სტატიების ფრაგმენტებს.
აღნიშნული სარჩელი მსგავსია იმ სამართლებრივი დავებისა, რომლებიც OpenAI-ს წინააღმდეგ The New York Times-მა, Ziff Davis-მა, Merriam-Webster-მა და Encyclopedia Britannica-მ წამოიწყეს. Seattle Times-მა და Newsday-მა მოპასუხე მხარედ Microsoft-იც დაასახელეს, ვინაიდან Copilot-ის ტექნოლოგია სწორედ OpenAI-ს ბაზაზეა აგებული.
გამოცემები უერთდებიან თითქმის 400-მდე ადგილობრივ გაზეთს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ AI ჩატბოტები ამცირებენ მათი ვებგვერდების ვიზიტორთა რაოდენობას, რაც პირდაპირ აისახება სააბონენტო შემოსავლებზე. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ კომპანიებმა გაანადგურონ მათი მასალების ყველა ასლი, მათ შორის ის მონაცემთა ბაზები და AI მოდელები, რომლებიც ამ ინფორმაციას შეიცავს.
წყარო: theverge.com






