
AI მონაცემთა ცენტრების მოთხოვნით გამოწვეული RAM-ის დეფიციტი უკვე ზრდის ფასებს სმარტფონებზე, PS5-სა და Raspberry Pi-ზე, თუმცა ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. Samsung-ის თანამშრომლები აპროტესტებენ და კონკურენტ SK Hynix-ის მსგავს ანაზღაურებას ითხოვენ. მოთხოვნები მოიცავს ბონუსებზე დაწესებული ლიმიტის გაუქმებას, საბონუსე ფონდის გაზრდასა და საბაზო ხელფასების მატებას. AP News-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში, Pyeongtaek-ის ჩიპების მწარმოებელ ქარხანასთან გამართულ აქციას 40,000-მდე პროფკავშირის წევრი დაესწრო.
თუ პროფკავშირი და მენეჯმენტი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, 21 მაისიდან 18-დღიანი გაფიცვა იგეგმება. Reuters-ის ინფორმაციით, ღამის ცვლაში სამსუნგის სამსხმელო და მეხსიერების ჩიპების წარმოება 58%-ით და 18%-ით შემცირდა, რადგან პროფკავშირში გაერთიანებული მუშები აქციას ესწრებოდნენ.
ამჟამად Samsung-ი მსოფლიოში უმსხვილესი DRAM და NAND მეხსიერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ორივე ბაზარზე SK Hynix-ი მოჰყვება. პროგნოზების თანახმად, RAM-ის დეფიციტი 2030 წლამდე გასტანს. ის უკვე იწვევს SSD-ების ფასების ზრდასაც — მაგალითად, პოპულარული 4TB Samsung 990 Pro SSD ახლა თითქმის $1,000 ღირს, მაშინ როცა მისი ფასი ადრე დაახლოებით $320 იყო.
Reuters-ის ცნობით, Samsung-ის სამხრეთკორეული სამუშაო ძალის 70%-ზე მეტი პროფკავშირის წევრია, რაც ჯამში 90,000-ზე მეტ თანამშრომელს მოიცავს.
წყარო: theverge.com







