
1 სექტემბრიდან Qualcomm საკუთარ პროცესორებზე ფასებს ზრდის. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიანო ამონმა განაცხადა, რომ ცვლილება ყველა პროდუქტს შეეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ფასების ზრდა ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწევს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Qualcomm-მა სმარტფონების ბიზნესში შემოსავლების 20%-იანი კლება დააფიქსირა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კომპანია ამ ტენდენციას მეხსიერების ჩიპების გაძვირებასა და მიწოდების ჯაჭვში არსებულ შეფერხებებს უკავშირებს. დანაკარგების კომპენსირების მიზნით, Qualcomm საკუთარი პროდუქციის გაძვირებას გეგმავს.
პარალელურად, კომპანია Apple-ის პროდუქტებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასაც ელოდება, რადგან ახალ iPhone-ებში Qualcomm-ის მოდემების წილი მცირდება. ამ ფონზე, Qualcomm სტრატეგიულ დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს მონაცემთა ცენტრებსა და ავტომობილების ინდუსტრიაზე აკეთებს. კომპანიის პროგნოზით, 2029 წლისთვის სმარტფონების წილი მათ შემოსავლებში მხოლოდ მესამედს შეადგენს.
ცვლილებების საპასუხოდ, ზოგიერთი მწარმოებელი უკვე გადავიდა Qualcomm-ის წინა თაობის ჩიპების გამოყენებაზე, რათა მოწყობილობების თვითღირებულება შეამციროს.
წყარო: theverge.com






