
OpenAI-ის პრეზიდენტმა გრეგ ბროკმანმა Joanna Stern-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ კომპანია მუშაობს „მოწყობილობების ოჯახზე“, რომლებიც მომხმარებლებს AI მოდელებთან ურთიერთობის ახალ გზებს შესთავაზებს. მიუხედავად იმისა, რომ ბროკმანს არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა ეს ჭკვიანი დინამიკი ან ტარებადი გაჯეტი, მან აღნიშნა, რომ სიახლეებს მალე უნდა ველოდოთ.
კითხვაზე, ხომ არ იქონიებს გავლენას Apple-ის სასამართლო დავა OpenAI-სა და Jony Ive-ის ერთობლივ პროექტებზე, ბროკმანმა განაცხადა, რომ კომპანია სრულად არის ფოკუსირებული საკუთარ ინოვაციებზე და არ ინტერესდება სხვისი კომერციული საიდუმლოებებით. მისი თქმით, OpenAI-ის მიზანია, შექმნას ტექნოლოგიები, რომლებიც მომხმარებელს კომპიუტერთან ურთიერთობისას კლავიატურის ნაცვლად ხმოვანი კომუნიკაციის გამოყენების საშუალებას მისცემს.
ბროკმანმა ასევე ხაზი გაუსვა კონფიდენციალურობის მნიშვნელობას. კომპანია აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, რათა უზრუნველყოს „ვერიფიცირებადი და აუდიტორული გარანტიები“, რაც მომხმარებლის მონაცემების მაქსიმალურ დაცულობას და მხოლოდ AI-ის მიერ მათზე წვდომას გულისხმობს.
წყარო: theverge.com






