OpenAI „სუპერ აპლიკაციის“ კონცეფციაზე მუშაობას აგრძელებს

Financial Times-ის ინფორმაციით, OpenAI უახლოეს კვირებში ChatGPT-ის განახლებულ ვერსიას წარადგენს. კომპანიის მიზანია, შექმნას „სუპერ აპლიკაცია“, რომელიც გააერთიანებს პროგრამირების ინსტრუმენტებსა და AI აგენტებს.

აღნიშნული სტრატეგიული ცვლილება მიზნად ისახავს Anthropic-თან კონკურენციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორში, და კომპანიის მომგებიანობის ზრდას IPO-მდე. OpenAI-ის გეგმაა, ChatGPT აქციოს პლატფორმად, რომელიც უფასო მომხმარებლებს ფასიანი პროდუქტებისკენ, მათ შორის Codex-ისკენ მიმართავს. კომპანიის ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამშრომლის თქმით, „ჩატის ეპოქა დასრულდა“.

OpenAI-ის პროდუქტებისა და პლატფორმის ხელმძღვანელი ტიბო სოტიო აცხადებს, რომ კომპანია მუშაობს პერსონალურ AI აგენტზე, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება როგორც პირად, ისე სამუშაო პროცესებში. ეს სტრატეგია ნიშნავს, რომ OpenAI უარს ამბობს „გვერდით პროექტებზე“, როგორიცაა ვიდეო გენერატორი Sora, და მთლიანად ფოკუსირდება ერთიანი, მრავალფუნქციური ეკოსისტემის განვითარებაზე.

წყარო: techcrunch.com