OpenAI-მ აშშ-ის სუვერენული ფონდისთვის საკუთარი კაპიტალის 5%-ის გადაცემა შესთავაზა

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა აშშ-ის სუვერენული ფონდისთვის კომპანიის აქციების 5%-ის გადაცემის ინიციატივა წამოაყენა. Financial Times-ის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს მთავრობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და პოლიტიკური წნეხის შემცირებას.

იდეა, რომლის მიხედვითაც საზოგადოება AI-კომპანიების პარტნიორი გახდება, პრეზიდენტ ტრამპთანაც განიხილებოდა. OpenAI-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, „სამრეწველო პოლიტიკა ინტელექტის ეპოქისთვის“, აღნიშნულია, რომ ასეთი ფონდი პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდა AI-ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიების დამნერგავ კომპანიებში. მოგება კი, შესაძლოა, პირდაპირ მოქალაქეებზე გადანაწილდეს.

პარალელურად, სენატორმა ბერნი სანდერსმა უფრო რადიკალური ინიციატივა წარადგინა. მისი კანონპროექტი, „ამერიკული AI სუვერენული ფონდის აქტი“, ითვალისწინებს სისტემურად მნიშვნელოვანი AI-კომპანიების აქციებზე ერთჯერად 50%-იან გადასახადს. თუმცა, ნებისმიერი მსგავსი ცვლილება კონგრესის მხარდაჭერას საჭიროებს, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს.

წყარო: techcrunch.com