
სემ ალტმანი (Sam Altman) ოფისის სკამზე ფეხებგადაჯვარედინებული ზის და ჭერს შეჰყურებს. სან-ფრანცისკოში, Mission Bay-ში მდებარე OpenAI-ის ახალი სათავო ოფისი ამგვარი ფიქრებისკენ ნამდვილად განგაწყობს. მისაღებთან არსებულ სტენდზე განთავსებულია ბროშურები, რომლებიც „AI-ის ეპოქებს“ აღწერს. კიბეების გასწვრივ გაკრული პოსტერები AI-ის ისტორიულ გამარჯვებებს ასახავს, მაგალითად, როდესაც მანქანამ Dota 2-ის საუკეთესო კიბერსპორტული გუნდი დაამარცხა. დერეფნებში მკვლევრები ბრენდული მაისურებით დადიან. ერთ-ერთ მათგანზე ვკითხულობთ: „კარგ კვლევას დრო სჭირდება“.
მე და ალტმანი უზარმაზარ საკონფერენციო ოთახში ვიმყოფებით. ჩემი შეკითხვა AI coding რევოლუციას ეხება — და იმას, თუ რატომ არ არის OpenAI ამ მიმართულებით ლიდერი. მილიონობით პროგრამისტმა უკვე დაიწყო თავისი პროგრამული ამოცანების AI-სთვის დელეგირება, რამაც სილიკონ ველის (Silicon Valley) ბევრი ტალანტი აიძულა, საკუთარი სამუშაოს ავტომატიზაციაზე დაფიქრებულიყო. Coding აგენტები იქცა ერთ-ერთ იშვიათ მიმართულებად, სადაც კორპორაციები მზად არიან AI-ში სოლიდური თანხები გადაიხადონ. თუმცა, ამჟამად მთავარი მოთამაშის სტატუსი სხვას ეკუთვნის.
Anthropic-მა, OpenAI-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ დაფუძნებულმა შედარებით მცირე კონკურენტმა, უდიდეს წარმატებას მიაღწია თავისი პროგრამირების აგენტით — Claude Code. კომპანიის თებერვლის განცხადებით, ეს პროდუქტი მათი ბიზნესის თითქმის მეხუთედს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 2.5 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ნიშნავს. იანვრის ბოლოსთვის, წყაროების ცნობით, OpenAI-ის ვერსია — Codex, წლიურად მხოლოდ 1 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტს აგენერირებდა.
„ბაზარზე პირველად შესვლას დიდი მნიშვნელობა აქვს“, — ამბობს ალტმანი. „ჩვენ ეს ChatGPT-ის შემთხვევაში შევძელით“. თუმცა, მისი თქმით, ახლა იდეალური დროა, რომ OpenAI-მ კოდირების მიმართულებას სერიოზულად მიხედოს. „ეს უზარმაზარი ბიზნესი იქნება. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი მულტიტრილიონიანი ბაზართაგანია“. გარდა ამისა, მისი აზრით, Codex-ი ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) შექმნისკენ მიმავალი ყველაზე რეალისტური გზაა.
სემ ალტმანი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO).
მიუხედავად იმისა, რომ ალტმანი თავდაჯერებულ განცხადებებს აკეთებს, კომპანიის შიგნით ბოლო წლების განმავლობაში რეალობა გაცილებით ქაოსური იყო. 30-ზე მეტ ადამიანთან საუბრის შედეგად იკვეთება სურათი, სადაც OpenAI მისთვის უჩვეულო პოზიციაშია: ის კონკურენტების დაწევას ცდილობს.
ჯერ კიდევ 2021 წელს ალტმანმა და გრეგ ბროკმანმა (Greg Brockman) ჟურნალისტებს აჩვენეს Codex-ი, რომელიც GitHub-ის ღია კოდის (open source) ბაზაზე იყო დატრენინგებული. ინსტრუმენტს შეეძლო ინგლისური ბრძანებების მიღება და კოდის ფრაგმენტების გენერირება. მაიკროსოფტი (Microsoft) იყენებდა Codex-ს GitHub Copilot-ის შესაქმნელად, რამაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.
გრეგ ბროკმანი, OpenAI-ის პრეზიდენტი.
ChatGPT-ის გამოსვლის შემდეგ, სხვა პროექტები დროებით შეჩერდა. OpenAI-მ ყურადღება მულტიმოდალურ (multimodal) AI მოდელებზე გადაიტანა, მაშინ როცა Anthropic-მა კოდირების პოტენციალი უფრო ადრე დაინახა. Anthropic-მა დატრენინგა Claude მოდელები რეალურ სირთულეებზე და შექმნა პროდუქტი, რომელმაც ისეთი სტარტაპების ყურადღება მიიპყრო, როგორიცაა Cursor.
ანდრეი მიშჩენკო (Andrey Mishchenko), OpenAI-ის Codex-ის კვლევების ხელმძღვანელი.
მოგვიანებით, OpenAI-მ გამოუშვა reasoning მოდელი o1, რომელიც რთული კოდის გენერირებასა და დებაგინგს (debugging) უკეთესად უმკლავდება. ალექსანდრე ემბირიკოსმა (Alexander Embiricos) შექმნა დემო ვერსია Jam, რომელსაც შეეძლო კომპიუტერის ბრძანებათა სტრიქონზე (command line) პირდაპირი წვდომა.
ტიბო სოტიო (Thibault Sottiaux), OpenAI-ის Codex-ის ხელმძღვანელი.
2025 წლის დასაწყისში OpenAI-მ დაასრულა o3 მოდელის ტრენინგი, რომელიც კოდირებისთვის კიდევ უფრო ოპტიმიზებულია, მაგრამ Claude Code უკვე მზად იყო ჩასაშვებად. Claude Code დეველოპერებს აძლევს საშუალებას სრულად გადააბარონ სამუშაო AI აგენტს და არ შემოიფარგლონ მხოლოდ vibe coding-ით.
წყარო: wired.com







