
OpenAI-ის გეგმა, აქციოს ChatGPT ელექტრონული კომერციის ჰაბად, ჯერჯერობით არ ამართლებს. სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია უარს ამბობს ახლახან ჩაშვებულ ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებლებს პროდუქტების უშუალოდ ჩატბოტის ინტერფეისიდან შეძენის საშუალებას აძლევდა.
OpenAI-მ ChatGPT-ში შესყიდვების ფუნქცია გასულ წელს დაამატა და ჩატბოტი პოზიციონირდებოდა როგორც „შოპინგ-ასისტენტი“. სექტემბერში ჩაშვებული ფუნქცია „Instant Checkout“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ტრადიციული e-commerce საიტების მსგავსად, პროდუქტები პირდაპირ ChatGPT-ის კალათაში დაემატებინათ და შეეძინათ.
თუმცა, Instant Checkout-მა დიდი წარმატება ვერ მოიპოვა. კომპანიის ბლოგპოსტის მიხედვით, ფუნქციის საწყისმა ვერსიამ ვერ უზრუნველყო მოქნილობის სათანადო დონე. ამიტომ, კომპანია ახლა ყურადღებას პროდუქტის აღმოჩენაზე (product discovery) გადაიტანს, ხოლო მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ მომხმარებლები საკუთარ checkout სისტემებზე გადაამისამართონ.
The Information-ისა და CNBC-ის ცნობით, მომხმარებლები უბრალოდ არ იყენებდნენ ჩატბოტს უშუალოდ შესყიდვებისთვის. ამის ნაცვლად, OpenAI ChatGPT-ის აქცევს მომხმარებელთათვის ინფორმაციის ცენტრალიზებულ ჰაბად და შუალედურ საკვლევ ინსტრუმენტად, რომელიც მათ სწორი პროდუქტის შერჩევაში დაეხმარება.
შოპინგის ახალი გამოცდილება ეფუძნება Agentic Commerce Protocol (ACP) სტანდარტს, რომელიც კომპანიამ fintech გიგანტ Stripe-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. სამომავლოდ, ChatGPT შეძლებს მომხმარებლებს მიაწოდოს უფრო დეტალური შედარებითი ინფორმაცია პროდუქტებზე, როგორიცაა ფასები, მახასიათებლები და შეფასებები.
წყარო: techcrunch.com







