
Groq არსებული ინვესტორებისგან 650 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ახალი დაფინანსების მოზიდვას გეგმავს, რათა გააძლიეროს თავისი inference neocloud ბიზნესი, რომელიც კომპანიის საკუთარ AI ჩიპებსა და სისტემებს ეფუძნება.
დეკემბერში Groq-მა Nvidia-სთან გააფორმა სპეციფიკური, არასრული შესყიდვის შეთანხმება (not-acqui-hire) სავარაუდოდ 20 მილიარდ დოლარად. გარიგების ფარგლებში Groq-ის რამდენიმე წამყვანმა თანამშრომელმა Nvidia-ში გადაინაცვლა, თავად ჩიპების გიგანტმა კი Groq-ის ტექნოლოგიაზე ლიცენზია მიიღო. ეს შეთანხმება ხელსაყრელი აღმოჩნდა სტარტაპის ინვესტორებისთვის, რომლებმაც სოლიდური ფულადი ანაზღაურება მიიღეს.
ახლა ინვესტორებს სთხოვენ მხარი დაუჭირონ კომპანიის გეგმებს inference cloud მიმართულების გასავითარებლად, რაც დეველოპერებსა და კომპანიებს საშუალებას აძლევს განათავსონ თავიანთი რესურსტევადი აპლიკაციები. Inference (დასკვნის გამოტანის პროცესი) არის AI მოთხოვნის შემდგომი დამუშავება, რაზეც დღეს ტექნოლოგიურ სამყაროში გაცილებით დიდი მოთხოვნაა, ვიდრე უშუალოდ მოდელების წვრთნაზე (training).
ამჟამად Groq-ის ახალ სტრატეგიას კომპანიის დროებითი CEO ადამ ვინტერი (Adam Winter) და CFO მეტ ენგი (Matt Eng) ხელმძღვანელობენ. Axios-ის თანახმად, 650 მილიონი დოლარის რაუნდი პრაქტიკულად გარანტირებულია, რადგან Groq-ის მხარდამჭერი ფონდები Disruptive და Infinitium მზად არიან სრულად შეავსონ ეს თანხა, თუ სხვა არსებული ინვესტორები წილობრივ მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
წყარო: techcrunch.com






