Netflix-მა ბენ აფლეკის AI სტარტაპი 587 მილიონ დოლარად შეიძინა

Netflix-ის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 587 მილიონი დოლარი გადაიხადა სტარტაპ InterPositive-ის შესაძენად, რომლის თანადამფუძნებელიც ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ბენ აფლეკია.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა. ბენ აფლეკის განცხადებით, InterPositive-ის AI ინსტრუმენტები კინემატოგრაფისტებს პოსტ-პროდაქშენის პროცესში ეხმარება, კერძოდ კი ისეთი ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებაში, როგორიცაა დაკარგული კადრები, ფონის ჩანაცვლება ან არასწორი განათება. აფლეკის თქმით, ტექნოლოგიის მთავარი მიზანი „ადამიანური შემოქმედების პოტენციალის დაცვაა“.

გარიგების ფარგლებში, InterPositive-ის მთელი გუნდი Netflix-ს შეუერთდა, ხოლო ბენ აფლეკი კომპანიაში უფროსი მრჩევლის პოზიციას დაიკავებს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფინანსური დეტალები გასაიდუმლოებული იყო, Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ვარაუდები საბოლოოდ დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ Netflix აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს თავის საქმიანობაში. კომპანიის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მათ პლატფორმაზე არსებული დაახლოებით 300-მდე ფილმი თუ სერიალი უკვე იყენებს გენერაციული AI-ის შესაძლებლობებს.

წყარო: techcrunch.com