NASA მთვარეზე $20 მილიარდიანი ბაზის აშენებას გეგმავს

NASA-ს ადმინისტრატორს, Jared Isaacman-ს სააგენტოს მომავალთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. მათ შორისაა $20 მილიარდიანი მთვარის ბაზის მშენებლობა, რაც მისი თქმით, მთვარეზე „ხანგრძლივად დამკვიდრებას“ უზრუნველყოფს. მან ასევე აღნიშნა ბირთვული ენერგიით მომუშავე კოსმოსური ხომალდის მარსზე გაშვების გეგმები.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, NASA დროებით აჩერებს Gateway-ს პროექტს მისი „ამჟამინდელი ფორმით“, რომელიც მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის გაშვებას ითვალისწინებდა. სააგენტო ფოკუსირდება ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ზედაპირზე ხანგრძლივ ოპერაციებს გახდის შესაძლებელს.

ბაზის მშენებლობა სამ ფაზად წარიმართება. პირველი ეტაპი მოიცავს კომუნიკაციისა და ნავიგაციის სისტემების განვითარებას, ასევე რობოტული აპარატების მიწოდებას. მეორე ფაზა ასტრონავტების პერიოდულ მისიებს დაეთმობა, ხოლო მესამე — ადამიანთა ხანგრძლივყოფნას და მუდმივი ბაზის შექმნას.

Isaacman-ს დასრულების ზუსტი ვადა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა: „მომდევნო 7 წლის განმავლობაში დაახლოებით $20 მილიარდს დავაბანდებთ და ათობით მისიის მეშვეობით ავაშენებთ“.

ადამიანებისთვის ვარგისი ბაზის ასაშენებლად NASA-მ უნდა დაძლიოს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ექსტრემალური ტემპერატურები, გამოსხივება, დაბალი გრავიტაცია და მიკრომეტეორიტების მუდმივი შეჯახება.

ეს ინიციატივა ჩინეთთან მზარდ კონკურენციას უკავშირდება. ჩინეთიც 2030 წლისთვის მთვარეზე ადამიანების გაგზავნასა და ბაზის აშენებას გეგმავს. გარდა ამისა, NASA აპირებს 2028 წლის ბოლოსთვის მარსზე პირველი ბირთვული ხომალდი Space Reactor-1 Freedom გაუშვას, რომელიც Ingenuity-ს მსგავს ვერტმფრენებს გამოიყენებს.

წყარო: theverge.com