
Enterprise AI პროექტების უმეტესობა მარცხდება არა იმიტომ, რომ კომპანიებს ტექნოლოგია არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათ მიერ გამოყენებულ მოდელებს მათი ბიზნესი არ ესმით. მოდელები ხშირად ინტერნეტში არსებული მონაცემებით არიან დატრენინგებული და არა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შიდა დოკუმენტებით, სამუშაო პროცესებითა და ინსტიტუციური ცოდნით.
ფრანგული AI startup-ი Mistral სწორედ ამ ნაპრალში ხედავს შესაძლებლობას. სამშაბათს, კომპანიამ Mistral Forge დააანონსა - პლატფორმა, რომელიც enterprise-ებს აძლევს საშუალებას, საკუთარ მონაცემებზე დატრენინგებული custom მოდელები შექმნან. Mistral-მა პლატფორმა Nvidia GTC-ზე წარადგინა.
ეს გამიზნული ნაბიჯია Mistral-ისთვის, კომპანიისთვის, რომელმაც ბიზნესი კორპორატიულ კლიენტებზე ააშენა, მაშინ როცა მისი კონკურენტები OpenAI და Anthropic კონსიუმერული ადაპტაციის კუთხით წინ წავიდნენ. CEO არტურ მენშის თქმით, Mistral-ის კონცენტრაცია enterprise-ზე ამართლებს: კომპანია წელს $1 მილიარდიან annual recurring revenue-ს გადააჭარბებს.
Enterprise მიმართულების გაძლიერების დიდი ნაწილი კომპანიებისთვის საკუთარ მონაცემებსა და AI სისტემებზე მეტი კონტროლის მიცემაა, აცხადებენ Mistral-ში.
„რასაც Forge აკეთებს არის ის, რომ enterprise-ებსა და მთავრობებს AI მოდელების სპეციფიკური საჭიროებებისთვის მორგების საშუალებას აძლევს,“ განუცხადა TechCrunch-ს Mistral-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა ელიზა სალამანკამ.
Enterprise AI სივრცეში რამდენიმე კომპანია უკვე აცხადებს მსგავსი შესაძლებლობების შეთავაზებას, მაგრამ უმეტესობა ფოკუსირებულია არსებული მოდელების fine-tuning-ზე ან proprietary მონაცემების დამატებაზე RAG (retrieval augmented generation) ტექნიკის საშუალებით. ეს მიდგომები მოდელებს ფუნდამენტურად არ ატრენინგებს.
ამის საპირისპიროდ, Mistral აცხადებს, რომ კომპანიებს მოდელების ნულიდან დატრენინგების საშუალებას აძლევს. თეორიულად, ამან შეიძლება გადაჭრას უფრო გავრცელებული მიდგომების ზოგიერთი შეზღუდვა და უზრუნველყოს უკეთესი კონტროლი მოდელის ქცევაზე.
Forge-ის მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი custom მოდელები Mistral-ის open-weight AI მოდელების ფართო ბიბლიოთეკის გამოყენებით, რომელიც მოიცავს მცირე მოდელებს, როგორიცაა ახლახან წარდგენილი Mistral Small 4.
Mistral კლიენტებს ურჩევს, თუ რომელი მოდელები და ინფრასტრუქტურა გამოიყენონ, მაგრამ ორივე გადაწყვეტილებას მომხმარებელი იღებს. გუნდებისთვის, რომლებსაც მეტი დახმარება სჭირდებათ, Forge გვთავაზობს ინჟინრების გუნდს, რომლებიც უშუალოდ მომხმარებლებთან მუშაობენ.
Mistral-მა Forge უკვე ხელმისაწვდომი გახადა პარტნიორებისთვის, მათ შორის არიან Ericsson, ევროპის კოსმოსური სააგენტო, იტალიური საკონსულტაციო კომპანია Reply და სინგაპურის DSO და HTX. ასევე ადრეულ მომხმარებლებს შორისაა ASML.
ეს პარტნიორობები სიმბოლურია იმისა, თუ რას მოელის Mistral Forge-ის მთავარ use case-ებად: მთავრობები, ფინანსური მოთამაშეები მაღალი compliance მოთხოვნებით, მწარმოებლები customization-ის საჭიროებებით და tech კომპანიები.
წყარო: techcrunch.com



