
ფრანგულმა AI ლაბორატორიამ, Mistral AI-მ, 830 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსება მოიზიდა. თანხა პარიზის მახლობლად ახალი მონაცემთა ცენტრის (data center) ასაშენებლად დაიხარჯება, რომელიც Nvidia-ს ჩიპებზე იმუშავებს.
კომპანიამ მონაცემთა ცენტრის აშენების გეგმები გასულ წელს დააანონსა. ობიექტი ბრუიერ-ლე-შატელში (Bruyères-le-Châtel) განთავსდება და 2026 წლის მეორე კვარტალში ამოქმედდება.
გასულ თვეში კომპანიამ შვედეთში AI ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 1.4 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებაც განაცხადა. Mistral-ის მიზანია 2027 წლისთვის ევროპის მასშტაბით 200 მეგავატი გამოთვლითი სიმძლავრე დანერგოს.
„ევროპაში ჩვენი ინფრასტრუქტურის გაფართოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დავეხმაროთ მომხმარებლებს და უზრუნველვყოთ AI ინოვაციების ავტონომიურობა ევროპაში. მთავრობების, კორპორაციებისა და კვლევითი ინსტიტუტების მხრიდან მზარდი მოთხოვნის ფონზე, რომლებიც მესამე მხარის cloud პროვაიდერებზე დამოკიდებულების ნაცვლად საკუთარი მორგებული AI გარემოს შექმნას ცდილობენ, ჩვენ ამ მიმართულებით ინვესტირებას გავაგრძელებთ,“ — აღნიშნა კომპანიის CEO-მ, არტურ მენშმა (Arthur Mensch).
Crunchbase-ის მონაცემებით, დღემდე Mistral-ს ჯამში 2.8 მილიარდ ევროზე მეტი აქვს მოზიდული ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც არიან General Catalyst, ASML, a16z, Lightspeed და DST Global.
წყარო: techcrunch.com







