
Meta-ს Superintelligence Lab-მა ახალი თაობის მოდელები, Muse Wonder და Muse Wonder Full წარადგინა, რაც კომპანიის პირველი მცდელობაა, შექმნას ე.წ. ფრონტირ მოდელი. თუკი Muse Spark ორიენტირებული იყო დაბალ ლატენტურობაზე, Wonder-ის სერია გაცილებით მასშტაბური და მძლავრია, რაც მას კომპლექსური ამოცანების, მათ შორის პროგრამირების შესრულების საშუალებას აძლევს.
Meta-ს ტესტირების თანახმად, ახალი მოდელები ბენჩმარკ მაჩვენებლებით Fable 5.1-სა და GPT-6 Astra-ს უტოლდება. კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი პერსონალური სუპერინტელექტის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. Wonder-ის მოდელებზე წვდომა Meta Model API-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი, ხოლო უფრო მძლავრი ვერსია, Wonder Full, ექსკლუზიურად Muse Code-ის გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ახალი მოდელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ე.წ. „აქტიური მეხსიერებაა“ (active memory). Meta-მ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ინფორმაციის ხანგრძლივად შენახვისა და სინთეზირების უნარზე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოდელმა დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი დეტალები კვირებისა და თვეების განმავლობაში. MemoryBench-ის ტესტებში Muse Wonder-მა აჯობა კონკურენტებს, მათ შორის Fable-სა და Opus-ს.
ეს არის პირველი ფრონტირ მოდელის რელიზი მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში Scale AI-ის დამფუძნებელმა ალექსანდრ ვანგმა Meta-ს AI მიმართულება რეორგანიზაცია გაუკეთა. მოდელები გაწვრთნილია ოჰაიოს შტატში მდებარე Meta-ს Prometheus-ის მონაცემთა ცენტრში.
წყარო: techcrunch.com






