
Meta ხელოვნური ინტელექტის სფეროში საკუთარი პოზიციების გამყარებას განაგრძობს. კომპანიამ ახალი ტერმინალური კოდირების აგენტი წარადგინა, რომელიც პროგრამისტებს მასშტაბურ და კომპლექსურ კოდურ ბაზებთან მუშაობაში დაეხმარება.
ბეტა ვერსიაში არსებული Muse Code, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, სრულფასოვანი პროგრამული ინჟინერიის ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს. ეს მოიცავს ცვლილებების დაგეგმვას, კოდის წერასა და შედეგების ვალიდაციას.
ინსტრუმენტი ეფუძნება Meta-ს მიერ ადრე გამოშვებულ მოდელს, Muse Spark-ს. მისი მთავარი უპირატესობა მასშტაბურ პროექტებთან მუშაობის უნარია, რასაც ის დამოუკიდებელი აგენტების პარალელური მუშაობით აღწევს. ცუკერბერგის თქმით, როდესაც დავალება მოცულობითია, სისტემა მას ცალკეულ ქვემოდულებად ანაწილებს, რომლებიც იზოლირებულ გარემოში ერთდროულად მუშაობენ. ტესტირებისას სისტემამ თამაშისთვის ექვსი ფუნქცია ერთდროულად, კონფლიქტების გარეშე შექმნა.
ამ ნაბიჯით Meta ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან OpenAI თავისი Codex-ით და Anthropic-ი Claude Code-ით. Meta-ს AI მიმართულების ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვანგის განცხადებით, Muse Code განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით.
წყარო: techcrunch.com






