Meta-მ Muse AI-ის მოწყობილობების შესაქმნელად საჭირო კოდი გაასაჯაროვა

Meta-მ საკუთარი ახალი AI აგენტის, Muse-ის გარშემო მოწყობილობების შექმნის შესაძლებლობა გახსნა. კომპანიამ გაასაჯაროვა კოდი, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად ააწყონ Muse-ზე დაფუძნებული გაჯეტები. Meta გვთავაზობს ისეთ პროექტებს, როგორიცაა Muse-ის ინტეგრირება ფერად E Ink დისპლეებთან შეხსენებების საჩვენებლად, HDMI სტიკების გამოყენება დიდი ეკრანებისთვის ან პატარა სენსორულ მოწყობილობებზე Muse-ის დაყენება.

„Muse გაჯეტები არის ღია კოდის მოწყობილობები, რომლებსაც თავად ააწყობთ“, — აცხადებენ Meta-ში. დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ სტანდარტული ESP32 დაფები ან Raspberry Pi, დააკავშირონ ისინი SDK-ებთან და შეაერთონ სხვადასხვა სენსორებთან, ღილაკებთან თუ დისპლეებთან. თუმცა, კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ პროცესი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამასთან, Meta ავრცელებს Muse Home Link გაჯეტს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, AI აგენტის მეშვეობით მართონ სახლის ჭკვიანი მოწყობილობები — მაგალითად, აანთონ შუქი, მართონ ტელევიზორი ან გააგზავნონ დოკუმენტები პრინტერზე. Meta Superintelligence Labs-ის წარმომადგენლის, ნეტ ფრიდმენის თქმით, კომპანიამ 5,000 ერთეული აწარმოა და დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ ლოდინის სიაში დარეგისტრირება.

წყარო: theverge.com