
სტოკჰოლმში ბაზირებულმა სწრაფად მზარდმა „vibe-coding“ სტარტაპმა Lovable და Google-მა გააფართოვეს მრავალწლიანი თანამშრომლობა. ახალი შეთანხმების ფარგლებში, Lovable მნიშვნელოვნად ზრდის Google Cloud-ის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) რესურსების გამოყენებას.
თუმცა მხარეები გარიგების ფინანსურ დეტალებს არ აკონკრეტებენ, ინფორმირებული წყაროს თანახმად, ხელშეკრულება ითვალისწინებს Google Cloud-ში Lovable-ის აქტივობის ხუთჯერ გაზრდას. სტარტაპი გაფართოებულ წვდომას მიიღებს როგორც Anthropic-ის Claude-ზე (რომელიც ფართოდ გამოიყენება კოდირებისთვის), ისე Google-ის საკუთარ Gemini მოდელებზე.
Anthropic-თან კავშირი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან Google-მა მასში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა. Lovable დღეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია, რომლის წლიურმა შემოსავალმა თებერვალში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა, სულ რაღაც 146 თანამშრომლის პირობებში. კომპანიის განცხადებით, Fortune 500-ის კომპანიების ნახევარზე მეტი იყენებს მათ პროდუქტს.
გარიგება Lovable-ს Google-ის ეკოსისტემასთანაც აკავშირებს. სტარტაპის ახალი AI აგენტი ხელმისაწვდომი იქნება Gemini Enterprise Agent Gallery-ში. კოდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი Lovable ინტეგრირდება Wiz-თან (Google-ის უმსხვილესი შენაძენი 32 მილიარდ დოლარად), რაც რეალურ დროში უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას გახდის შესაძლებელს.
Google-ისთვის გათვლა მარტივია: Lovable-ისა და Anthropic-ის ზრდის ხელშეწყობით და მსხვილი კორპორატიული კლიენტების მოზიდვით, ტექნოლოგიური გიგანტი აგენერირებს შემოსავალს, რომელიც დაეხმარება მიმდინარე წლის გიგანტური კაპიტალური ხარჯების დაფინანსებაში.
წყარო: techcrunch.com





