Khosla Ventures-ი $10 მილიონს აბანდებს Ian Crosby-ში, რომლის პირველი სტარტაპი, Bench-ი, გაკოტრდა

Ian Crosby, რომლის წინა სტარტაპი Bench Accounting 2024 წელს დაიხურა, კიდევ ერთხელ ცდილობს საბუღალტრო საქმის ავტომატიზაციაზე ბიზნესის აწყობას.

მისი ახალი სტარტაპი, Synthetic-ი, მიზნად ისახავს სრულად ავტონომიური AI ბუღალტრის შექმნას ადამიანის უშუალო ჩართულობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ჯერ კიდევ დიზაინის ფაზაშია, სტარტაპმა $10 მილიონი მოიზიდა Seed რაუნდში, რომელსაც Khosla Ventures-ი ლიდერობდა, Basis Set Ventures-ისა და Shopify-ის CEO-ს, Tobias Lütke-ს მონაწილეობით.

ინვესტორების უმეტესობა გაექცეოდა დამფუძნებელს მსგავსი წარუმატებლობის შემდეგ, თუმცა Khosla-ს პარტნიორი Jon Chu აცხადებს, რომ ხშირად პირიქით იქცევა და სჯერა, რომ ადამიანებს ზრდის პოტენციალი აქვთ.

თავად Crosby ამტკიცებს, რომ Bench-ის გაკოტრებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი არ ყოფილა. მისი თქმით, დირექტორთა საბჭომ ის 2021 წელს გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც მან Brex-ის $250 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა. საბჭო არ იზიარებდა მის სტრატეგიულ ხედვას. შემდგომში Bench-ის ახალმა მენეჯმენტმა კომპანიის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

Bench-ის დატოვების შემდეგ, Crosby შეუერთდა Shopify-ს და დააფუძნა კიდევ ერთი საბუღალტრო სტარტაპი Teal-ი, რომელიც 18 თვის შემდეგ Mercury-მ შეიძინა. ინვესტორების თქმით, ამ პერიოდმა მას შეცდომებზე სწავლისა და რეპუტაციის აღდგენის საშუალება მისცა.

ახლა Crosby სრულად AI-ზე დაფუძნებული სერვისის შექმნაზეა კონცენტრირებული. "ჩვენ არ გამოვუშვებთ არაფერს, რაც არ იქნება სრულად ავტონომიური", - აცხადებს ის. Synthetic-ი მხოლოდ AI და პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპებს მოემსახურება.

თუმცა, Crosby აღიარებს, რომ AI მოდელები ჯერ კიდევ უშვებენ მნიშვნელოვან შეცდომებს საბუღალტრო გამოთვლებში, ამიტომ მზადაა მოითმინოს, სანამ საბაზისო მოდელები უფრო სანდო გახდება. მისი თქმით, მოზიდული კაპიტალი კომპანიას ლოდინისთვის საკმარის ფინანსურ რესურსს აძლევს.

წყარო: techcrunch.com