
General Motors-მა IT დეპარტამენტის 10%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 600 თანამშრომელი გაათავისუფლა. ეს გამიზნული სტრატეგიაა, რათა კომპანიამ მოიძიოს ახალი კადრები AI-ზე ფოკუსირებული გამოცდილებით.
TechCrunch-თან საუბარში ავტომწარმოებელმა დაადასტურა ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ კომპანია IT ორგანიზაციის ტრანსფორმაციას ახდენს, რათა უკეთ მოემზადოს მომავლისთვის.
ეს არ არის შტატების მუდმივი შემცირება. წყაროს ცნობით, კომპანია კვლავ აგრძელებს დაქირავებას, თუმცა სრულიად განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისთვის. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია AI-native დეველოპმენტი, data engineering და ანალიტიკა, cloud-based ინჟინერია, მოდელების განვითარება, prompt engineering და ახალი AI სამუშაო პროცესები. პრაქტიკულად, GM ეძებს კადრებს, რომლებმაც იციან AI სისტემების ნულიდან შექმნა, მოდელების ტრენინგი და არა უბრალოდ AI-ის, როგორც პროდუქტიულობის ხელსაწყოს გამოყენება.
გასული 18 თვის განმავლობაში, GM აქტიურად ათავისუფლებდა თანამშრომლებს რესურსების მაღალპრიორიტეტულ ინიციატივებზე (მათ შორის AI) ფოკუსირების მიზნით. ცვლილებები განსაკუთრებით დაჩქარდა მას შემდეგ, რაც Sterling Anderson კომპანიის პროდუქტების მთავარ ოფიცრად (CPO) დაინიშნა. მის ინიციატივას ტექნოლოგიური მიმართულებების ერთ ორგანიზაციად გაერთიანების შესახებ, რამდენიმე ტოპ მენეჯერის წასვლა მოჰყვა.
კომპანიამ ვაკანტური პოზიციების შევსება AI ექსპერტებით დაიწყო. ოქტომბერში AI-ის მიმართულების ხელმძღვანელად Apple-ის ყოფილი თანამშრომელი, Behrad Toghi დაინიშნა, ხოლო ავტონომიური მანქანების ვიცე-პრეზიდენტად Rashed Haq შემოუერთდათ.
ინდუსტრიისთვის GM-ის ეს რესტრუქტურიზაცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიყურება საწარმოო დონეზე AI-ის დანერგვა პრაქტიკაში. ეს არ ნიშნავს უბრალოდ AI ხელსაწყოების დამატებას არსებულ გუნდებში, არამედ სამუშაო ძალის მიზანმიმართულ, ფუნდამენტურ გადახალისებას. მსხვილი კორპორაციების მოთხოვნა ახლა სწორედ model engineering-სა და AI-native სამუშაო პროცესებზეა ორიენტირებული.
წყარო: techcrunch.com







