
FBI-ის დირექტორმა Kash Patel-მა აღიარა, რომ სააგენტო ყიდულობს ადგილმდებარეობის მონაცემებს, რომლებიც ადამიანების გადაადგილების თვალყურის სადევნებლად შეიძლება გამოიყენონ. მობილური ოპერატორებისგან მოპოვებული ინფორმაციისგან განსხვავებით, ამ მონაცემებზე წვდომა და ნებისმიერი პირის გაკონტროლება ორდერის გარეშეა შესაძლებელი.
"ჩვენ ნამდვილად ვყიდულობთ კომერციულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რაც შეესაბამება კონსტიტუციას და კანონებს. ამან ჩვენთვის ღირებული სადაზვერვო მონაცემები მოიტანა," განაცხადა Patel-მა სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე.
Patel-მა უარი თქვა სენატორების მოთხოვნაზე, რომ სააგენტომ შეწყვიტოს ამერიკელების ადგილმდებარეობის მონაცემების შეძენა. "ამის ორდერის გარეშე კეთება მეოთხე შესწორების უხეში გვერდის ავლაა," აღნიშნა სენატორმა Ron Wyden-მა. "ეს განსაკუთრებით საშიშია კერძო ინფორმაციის უზარმაზარ მასივებში AI-ის გამოყენების ფონზე."
2018 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავ უწყებებს მობილური პროვაიდერებისგან მონაცემების მისაღებად ორდერი სჭირდებათ. თუმცა, კერძო მონაცემთა ბროკერებისგან ინფორმაციის მიღებით, FBI-ს შეუძლია ნებისმიერი პირის შესახებ ინფორმაცია ორდერის გარეშე მოიპოვოს.
სენატორმა Tom Cotton-მა, რომელიც დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დაიცვა FBI-ის ქმედებები და აღნიშნა: "აქ მთავარი სიტყვებია 'კომერციულად ხელმისაწვდომი'."
წყარო: theverge.com



