FAANG-ის ეპოქა დასრულდა: გაიცანით MANGOS

ტექნოლოგიური ინდუსტრია ახალი ლიდერების მოლოდინშია. SpaceX-ის, Anthropic-ისა და OpenAI-ის მოსალოდნელი IPO-ები ბაზარზე ძალთა გადანაწილებას ნიშნავს. თუ ეს პროცესები გეგმის მიხედვით წარიმართება, ტექნოლოგიური სექტორის მმართველთა ძველი კოჰორტა — FAANG (Meta, Amazon, Apple, Netflix, Alphabet) — ახალი აკრონიმით, MANGOS-ით ჩანაცვლდება.

ახალი გაერთიანება მოიცავს: Meta, Anthropic, Nvidia, Google, OpenAI და SpaceX. ეს ტერმინი, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა, ასახავს ინდუსტრიის ვექტორის ცვლილებას: აქცენტი ტრადიციული სტრიმინგისა და ელექტრონული კომერციიდან ხელოვნურ ინტელექტზე, ავტონომიურ სისტემებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებზე გადადის.

მიუხედავად იმისა, რომ Amazon და Netflix კვლავ ინარჩუნებენ გავლენას, მათი როლი ინოვაციების დღის წესრიგში ნაკლებად დომინანტურია, ვიდრე AI-ზე ორიენტირებული გიგანტების. თუმცა, ახალი ეპოქის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ეს კომპანიები ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ავტონომიური AI-ის ეპოქაში ახალი შესაძლებლობების შექმნას.

წყარო: techcrunch.com