Drive-thru ჩეთბოტები მხოლოდ დასაწყისია

2021 წელს McDonald’s გახდა ერთ-ერთი პირველი სწრაფი კვების ქსელი, რომელმაც მომხმარებლებისთვის drive-thru სისტემაში AI ჩეთბოტის გამოყენება დაიწყო. ინიციატივა 2019 წელს Apprente-ს (ხმოვანი კომუნიკაციის ტექნოლოგიების startup-ის) შეძენით დაიწყო და შემდგომში IBM-თან თანამშრომლობით ავტომატიზებული შეკვეთების მასშტაბირებამდე მივიდა.

ეს მხოლოდ AI drive-thru-ს დასაწყისი იყო. Checkers და Rally’s-მა, AI კომპანია Presto-სთან პარტნიორობით, 2022 წელს კორპორატიულ drive-thru ობიექტებში ჩეთბოტები დანერგეს. მიზანი გაყიდვების გაზრდა, შეკვეთის სიზუსტის გაუმჯობესება და თანამშრომლების სხვა ამოცანებზე გადართვა იყო.

მალევე შეუერთდნენ Wendy’s და Taco Bell-იც. 2023 წელს Wendy’s-მა Google-თან თანამშრომლობით შექმნა AI მოდელი, რომელიც ბრენდის სპეციფიკურ ტერმინოლოგიას ცნობდა (მაგ., "milkshake" როგორც "Frosty"). მიუხედავად იმისა, რომ Wendy’s-ის მტკიცებით შეკვეთების 86% წარმატებით, ადამიანის ჩარევის გარეშე სრულდებოდა, მომხმარებლები სიახლეს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან.

რა ხდება ახლა?

YouGov-ის 2025 წლის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 55%-ს ურჩევნია შეკვეთა ადამიანს მისცეს, და მხოლოდ 4% ირჩევს AI-ს. ასეთმა დამოკიდებულებამ კომპანიებზე გავლენა მოახდინა: McDonald’s-მა IBM-თან პარტნიორობა დაასრულა, ხოლო Taco Bell AI drive-thru-ს მასშტაბირების გეგმებს გადასინჯავს, რადგან მომხმარებლები სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოხატავდნენ (ერთმა მათგანმა სისტემის გასაშარჟებლად 18,000 ჭიქა წყალიც კი შეუკვეთა).

მომხმარებელთა უკმაყოფილების გარდა, გამოჩნდა სანდოობის პრობლემაც: SEC-მა (აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ) კომპანია Presto დაადანაშაულა ტექნოლოგიის შესაძლებლობების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რადგან შეკვეთების უმეტესობას ფილიპინებში მყოფი ადამიანები ამუშავებდნენ და არა AI.

რა იქნება შემდეგ?

სწრაფი კვების ინდუსტრია AI-ს სხვა მიმართულებებითაც იყენებს. McDonald’s ცდილობს დანერგოს აღჭურვილობის (მაგალითად, ნაყინის აპარატების) დაზიანების წინასწარმეტყველების სისტემა და AI-ით აღჭურვილი სასწორები შეკვეთის სიზუსტის შესამოწმებლად. Burger King ტესტავს AI ასისტენტს სახელად "Patty", რომელიც თანამშრომლებს ყურსასმენიდან ეხმარება რეცეპტების გახსენებაში და, ამავდროულად, მათ მომსახურების ხარისხს (მაგ., თავაზიანობას) აფასებს.

Taco Bell ატესტირებს დინამიურ მენიუებს, რომლებიც მომხმარებლის მიხედვით იცვლება, ხოლო ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Culver’s და Zaxbys, Berry AI-ს კამერებს იყენებენ drive-thru-ს ტრაფიკისა და მომსახურების სისწრაფის გასაანალიზებლად.

AI-ს ინტეგრაცია უკვე გასცდა drive-thru-ს და მოიცავს სმარტ-კალათებს სუპერმარკეტებში თუ პერსონალიზებულ მენიუებს სხვადასხვა რესტორნებში. როგორც ჩანს, კომპანიები ამჯობინებენ AI-ს "კულისებში" გამოყენებას, სანამ უშუალოდ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო ჩეთბოტების ტექნოლოგიას სრულყოფენ.

წყარო: theverge.com