ComfyUI-ს შეფასებამ $500 მილიონს მიაღწია, რადგან შემქმნელები AI მედიაზე მეტ კონტროლს ითხოვენ

ComfyUI-მ, startup-მა, რომელიც შემქმნელებს diffusion მოდელებიდან მიღებული გამოსახულების, ვიდეოსა და აუდიოს node-based სამუშაო პროცესით კონტროლში ეხმარება, $30 მილიონის დაფინანსება მოიზიდა და მისი შეფასება $500 მილიონს გაუტოლდა.

რაუნდს ლიდერობდა Craft Ventures, ხოლო სხვა ინვესტორებს შორის იყვნენ Pace Capital, Chemistry და TruArrow.

ComfyUI 2023 წელს როგორც open-source პროექტი ისე დაიწყო, diffusion მოდელების გამოჩენიდან მალევე. იმ დროს Midjourney-სა და OpenAI-ის DALL-E-ს მსგავსი მოდელები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს, მაგალითად, ადამიანის ხელზე ზედმეტ თითებს ამატებდნენ. ამ შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, პროექტის დამფუძნებლებმა შექმნეს მოდულარული სისტემა, რომელიც შემქმნელებს გენერაციის პროცესის თითოეულ ეტაპზე დეტალური კონტროლის საშუალებას აძლევს.

ინსტრუმენტმა კრეატიულ პროფესიონალებში იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ საბოლოოდ ფორმალურ startup-ად ჩამოყალიბდა. 2024 წლის ბოლოს, ComfyUI-მ Series A რაუნდში $19 მილიონი მოიზიდა ინვესტორებისგან, რომელთა შორის იყვნენ Chemistry Ventures, Cursor Capital და Vercel-ის დამფუძნებელი Guillermo Rauch.

მიუხედავად იმისა, რომ უახლესმა მოდელებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ხარისხი, ComfyUI-ს მიერ შეთავაზებულ დეტალურ სიზუსტეზე მოთხოვნა მხოლოდ იზრდება. „ტიპური prompt-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორიცაა Midjourney ან ChatGPT, მოთხოვნის მხოლოდ 60-80%-ს ასრულებენ,“ - განუცხადა TechCrunch-ს ComfyUI-ს თანადამფუძნებელმა და CEO-მ, Yoland Yan-მა. „დარჩენილი 20%-ის შესაცვლელად კი სათამაშო აპარატის პრინციპით გიწევს მუშაობა.“

Yan-მა ეს პროცესი კაზინოში თამაშს შეადარა, რადგან მოდელისთვის მცირე ცვლილების მოთხოვნამ შეიძლება სრულიად განსხვავებული შედეგი მოგცეს და უკვე სრულყოფილი დეტალებიც გააფუჭოს. ComfyUI-ს node-based ინტერფეისი შემქმნელებს გენერაციის პროცესის კონკრეტული კომპონენტების დაკავშირებისა და საბოლოო შედეგის ხარისხზე სრული კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

ინსტრუმენტს იყენებენ კრეატიული პროფესიონალები ვიზუალური ეფექტებისთვის, ანიმაციისთვის, რეკლამისა და ინდუსტრიული დიზაინისთვისაც კი. ტექნიკური არტისტებისთვის ის იმდენად აუცილებელი გახდა, რომ ვაკანსიებში ხშირად შეხვდებით პოზიციას „ComfyUI artist“. მიუხედავად ვიდეო და ფოტო მოდელების გაუმჯობესებისა, Yan-ის თქმით, ისინი ჯერ კიდევ შორს არიან სრულყოფილებისგან და ComfyUI-ზე მაღალი მოთხოვნა კვლავ შენარჩუნდება.

წყარო: techcrunch.com