
ინტერნეტში AI აგენტების აქტივობამ ადამიანურ ტრაფიკს გადააჭარბა, რის გამოც ფინანსური და კომერციული სექტორის კომპანიები აქტიურად ავითარებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც აგენტებს მომხმარებლის სახელით სწრაფი ოპერაციების შესრულების საშუალებას აძლევს. Robinhood-ის მსგავსად, Coinbase-მაც წარადგინა აგენტები, რომლებსაც ვაჭრობისა და პრემიუმ კვლევითი მონაცემების შეძენის შესაძლებლობა აქვთ.
მომხმარებლებს შეუძლიათ აგენტი დააკავშირონ თავიანთ მთავარ ანგარიშს ან გამოიყენონ ცალკე „სენდბოქს“ გარემოში. აგენტი იყენებს Coinbase Advanced-ის ფუნქციებს, რაც საშუალებას იძლევა პორტფელის რებალანსირების, საინვესტიციო სტრატეგიების შესრულებისა და კრიპტო-ვაჭრობის შესახებ რჩევების მიღებისთვის. ამ ეტაპზე აგენტი მუშაობს კრიპტო-სპოტ და დერივატივების ბაზრებზე, თუმცა სამომავლოდ აქციებისა და პროგნოზირების ბაზრების მხარდაჭერაც იგეგმება.
Coinbase იყენებს x402 გადახდის პროტოკოლს, რომელიც კომპანიამ AWS-თან, Anthropic-თან, Circle-თან და Near-თან ერთად შეიმუშავა. ეს სტანდარტი აგენტებს საშუალებას აძლევს, გადაიხადონ პრემიუმ კვლევითი API-ებისა და გამოთვლითი რესურსების საფასური ავტორიზაციისა და გამოწერის გარეშე. Coinbase-ის AI პროდუქტების ხელმძღვანელის, ლინკოლნ მურის თქმით, მათი მიზანია შექმნან პროდუქტი მომავლისთვის, სადაც ინტერნეტის უდიდესი ნაწილი აგენტების მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური მარეგულირებლები, მათ შორის ფინანსური სტაბილურობის საბჭო (FSB), უკვე მოუწოდებენ კომპანიებს AI-თან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად მკაცრი უსაფრთხოების ზომების დანერგვისკენ.
წყარო: techcrunch.com






