ChatGPT-ის ახალი ფუნქცია Computer History თქვენს აქტივობებს აკვირდება

ChatGPT-ის macOS-ის დესკტოპ აპლიკაციას ახალი ფუნქცია, Computer History, დაემატა. ის მომხმარებლის ქმედებებს მონაცემთა ბაზად გარდაქმნის, რაც სისტემას საშუალებას აძლევს, შეისწავლოს თქვენი სამუშაო სტილი, შესთავაზოს ავტომატიზაცია და დაასრულოს დაწყებული დავალებები. ფუნქცია ქმნის აქტივობების ქრონოლოგიას, რომელსაც ChatGPT და Codex თქვენი მოთხოვნების შესრულებისას ეყრდნობიან.

ფუნქცია არ არის ავტომატურად ჩართული და მომხმარებელს სრული კონტროლი აქვს: შესაძლებელია კონკრეტული აპლიკაციებისა და ვებგვერდების გამორიცხვა, ასევე ჩანაწერების წაშლა. OpenAI-ის პროდუქტისა და ინჟინერიის მენეჯერის, Ari Weinstein-ის განცხადებით, სისტემა ავტომატურად იგნორირებას უკეთებს ინკოგნიტო რეჟიმში გახსნილ გვერდებს.

OpenAI-ის დეველოპერების გუნდის წევრმა, Dominik Kundel-მა დემო ვიდეოში აჩვენა, თუ როგორ პოულობს აპლიკაცია ბოლოს რედაქტირებულ დოკუმენტს, ამოწმებს მის გაზიარებას Slack-ში და აჯამებს მომხმარებლის დილის აქტივობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნქცია Windows Recall-ს მოგვაგონებს, OpenAI ხაზს უსვამს, რომ Computer History არ იღებს ეკრანის ანაბეჭდებს, ვიდეოს ან აუდიოს, არამედ ეყრდნობა მხოლოდ „მოვლენების“ (events) აღრიცხვას.

წყარო: theverge.com