
მიუხედავად იმისა, რომ Capcom-ის თამაში Pragmata ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, სტუდია ტექნოლოგიის მიმართ საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი. Capcom Open Conference RE: 2026-ზე პროგრამისტმა სატოში იშიდამ წარმოადგინა მოხსენება, რომელიც RE Engine-ის მომავალ განვითარებასა და თამაშების წარმოების პროცესში AI-ის ინტეგრაციას ეხებოდა.
იშიდას თქმით, Resident Evil-ის მასშტაბის პროექტებზე მუშაობისას სტუდიები მრავალ გამოწვევას აწყდებიან, სადაც მარტივი ამოცანებიც კი დიდ დროს მოითხოვს. გამოსავალი კი სწორედ AI ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვაა. Capcom-მა ადრე უკვე განაცხადა, რომ არ გამოიყენებს AI-ის მიერ გენერირებულ კონტენტს თამაშებში, თუმცა ტექნოლოგიას განვითარების პროცესის ოპტიმიზაციისთვის აქტიურად გამოიყენებს.
კომპანიის გეგმაა, RE Engine ეტაპობრივად გადააქციოს „AI-გენერირებულ თამაშების ძრავად“, რაც საფუძველს ჩაუყრის მომავალს, სადაც თამაშების შექმნა ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.
წყარო: theverge.com






