
Bluesky-ს გუნდმა ახალი აპლიკაცია შექმნა — ეს არ არის კიდევ ერთი სოციალური ქსელი, არამედ AI ასისტენტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან საკუთარი ალგორითმები და პერსონალიზებული ფიდები (custom feeds).
Atmosphere-ის კონფერენციაზე Bluesky-ს ყოფილმა CEO-მ და ამჟამინდელმა ინოვაციების დირექტორმა, Jay Graber-მა და CTO-მ Paul Frazee-მ, AI აპლიკაცია Attie პირველად წარადგინეს. პროდუქტი Anthropic-ის Claude-ს იყენებს და Bluesky-ს ძირითად პროტოკოლზე, AT Protocol-ზე არის აგებული.
„ეს დამოუკიდებელი პროდუქტია და არა Bluesky აპლიკაციის ნაწილი“, — განმარტავს დროებითი CEO Toni Schneider. Attie-ს დახმარებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას პერსონალური ფიდი ბუნებრივი ენის გამოყენებით, ისევე მარტივად, როგორც AI ჩატბოტთან საუბრისას. აპლიკაციაში შესვლა Atmosphere ექაუნთით არის შესაძლებელი. ღია ეკოსისტემის წყალობით, Attie მომენტალურად აანალიზებს თქვენს ინტერესებს და გთავაზობთ შესაბამის კონტენტს.
„მომხმარებელი მართავს და ქმნის საკუთარ კონტენტს კოდის წერის გარეშე. ეს არის AI პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებზე და მიზნად მათ დახმარებას ისახავს“, — აღნიშნავს Schneider.
Graber-ის გადაწყვეტილებას, ფოკუსირებულიყო პროტოკოლისა და პროდუქტის განვითარებაზე, დაემთხვა კომპანიის განცხადება დამატებით $100 მილიონიანი ვენჩურული დაფინანსების მოზიდვის შესახებ. ეს უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ახლა გუნდი კონცენტრირდება 43.4 მილიონიანი მომხმარებელთა ბაზის მონეტიზაციასა და კონფიდენციალურობის ახალ სტანდარტებზე.
Schneider-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Bluesky არ გეგმავს კრიპტო ინტეგრაციას, მიუხედავად ინვესტორების მხრიდან ბლოკჩეინ სფეროსთან კავშირისა. სამაგიეროდ, მონეტიზაციის პოტენციური წყაროები შესაძლოა იყოს SaaS გამოწერები და ჰოსტინგის სერვისები დამოუკიდებელი თემებისთვის.
Toni Schneider-ი, რომელიც წარსულში Automattic-ის (WordPress-ის შემქმნელი) CEO იყო, ახალი პროტოკოლის პოტენციალს სწორედ WordPress-ს ადარებს: „ეს არის სრულიად ღია ეკოსისტემა, რომელსაც აქვს პოტენციალი, იქცეს მრავალმილიარდიან, დეცენტრალიზებულ ქსელად, სადაც დამოუკიდებელი აპლიკაციები და სერვისები ერთმანეთთან შეუფერხებლად ითანამშრომლებენ.“
წყარო: techcrunch.com







