
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Anthropic-მა დააფინანსების ახალ რაუნდში 65 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რის შემდეგაც კომპანიის პოსტ-ფინანსურმა შეფასებამ (post-money valuation) 965 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს, სავარაუდოდ, კომპანიის ბოლო კერძო საინვესტიციო რაუნდია საჯარო ბაზარზე (IPO) გასვლამდე.
Series H რაუნდს ერთობლივად ლიდერობდნენ Altimeter Capital, Dragoneer, Greenoaks, Sequoia Capital, Capital Group, Coatue, D1 Capital Partners და სხვები. რაუნდში ასევე მონაწილეობდნენ წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორები, მათ შორის Baillie Gifford, Blackstone და Fidelity. სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პარტნიორებს შორის კი Samsung, SK Hynix და Micron ფიგურირებენ. მოზიდული თანხის ნაწილი — 15 მილიარდი დოლარი — მოიცავს ჰიპერსკეილერებისგან, მათ შორის Amazon-ისგან ადრე აღებულ ვალდებულებებს.
Anthropic გეგმავს ახალი კაპიტალი მიმართოს უსაფრთხოებისა და ინტერპრეტირებადობის კვლევების გასაღრმავებლად, Claude-ზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ახალი პარტნიორობების მასშტაბირებისთვის. საინვესტიციო რაუნდის პარალელურად, კომპანიამ წარადგინა Claude Opus 4.8 მოდელი, რომელიც გაუმჯობესებული კოდირებისა და ავტონომიური აგენტური ფუნქციებით გამოირჩევა.
ბოლო პერიოდში Anthropic-მა მკვეთრი ზრდა აჩვენა კორპორატიულ სექტორში. მიმდინარე თვეში კომპანიის წლიურმა პროგნოზირებადმა შემოსავალმა (run rate revenue) 47 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანია აქტიურად ეჯიბრება OpenAI-ს, რომელმაც მარტში 122 მილიარდი დოლარი მოიზიდა 852 მილიარდიანი შეფასებით, ხოლო ილონ მასკის SpaceX (რომელიც xAI-ს შეუერთდა) IPO-სთვის 2 ტრილიონ დოლარიან შეფასებას უმიზნებს.
წყარო: techcrunch.com






