Amazon-მა Twitch-ის კონტენტი AI-ის გაწვრთნისთვის შესაძლოა გამოიყენოს: როგორ გავაუქმოთ ეს ფუნქცია

Twitch-მა განაახლა ანგარიშის პარამეტრები, რაც სტრიმერებს საშუალებას აძლევს, უარი თქვან საკუთარი კონტენტის გამოყენებაზე Amazon-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების გასაწვრთნელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი კონტენტის შემქმნელებისთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია, კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუ როდიდან დაიწყო პლატფორმამ მომხმარებლების ვიდეოებისა და პოსტების გამოყენება AI-ის სისტემებისთვის.

როგორ გავაუქმოთ ფუნქცია: Twitch-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში გადადით Settings-ში, შემდეგ აირჩიეთ Security and Privacy. იქ იპოვით Generative AI Training-ის ოფციას, სადაც შეგიძლიათ გამორთოთ თქვენი კონტენტის გამოყენება ამ მიზნით.

Twitch-ის განმარტებით, ამ ფუნქციის გამორთვა არ ნიშნავს, რომ Amazon-ი თქვენს კონტენტს სხვა მიზნებისთვის აღარ გამოიყენებს, როგორიცაა პლატფორმის ფუნქციონირება, რეკომენდაციები ან უსაფრთხოების ინსტრუმენტები. თუმცა, აღნიშნულმა ცვლილებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია, რადგან AI-ის წვრთნა ნაგულისხმევად (default) იყო ჩართული, რამაც 16 000-ზე მეტი შემქმნელის პროტესტი გამოიწვია.

Twitch-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა, Mike Minton-მა აღიარა, რომ ეს მიდგომა აუცილებელი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „არავინ მიიღებდა მონაწილეობას“. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გლობალურ პრობლემას: AI-ის დეველოპერებს სულ უფრო უჭირთ მაღალი ხარისხის მონაცემების მოპოვება, რის გამოც მომხმარებელთა მიერ შექმნილი კონტენტი სტრატეგიულ რესურსად იქცა.

წყარო: wired.com