AI-ზე ორიენტირებული კომპანიები თითო თანამშრომელზე თვეში 7 500 დოლარს ხარჯავენ

Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გამოთვლითი სიმძლავრეების (compute) ღირებულება უკვე აღემატება კომპანიის თანამშრომლების ხელფასებს. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სხვაგანაც: სტარტაპ Mercor-ის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია შიდა AI აგენტების ტოკენებში უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პერსონალის ანაზღაურებაში.

ჩნდება კითხვა: რეალურად ხარჯავენ თუ არა კომპანიები AI-ზე მეტს, ვიდრე ადამიანურ რესურსებზე? Ramp AI Index-ის ახალი კვლევის თანახმად, პასუხი ჯერჯერობით უარყოფითია. კომპანიების საუკეთესო 1%, რომლებსაც „AI-ზე დამოკიდებულებს“ უწოდებენ, თითო თანამშრომელზე თვეში 7 500 დოლარს ხარჯავს. შედარებისთვის, აშშ-ში საშუალო პროგრამული ინჟინრის თვიური ანაზღაურება დაახლოებით 16 000 დოლარს შეადგენს.

ეს მაჩვენებლები მხოლოდ „პაუერ იუზერებს“ ეხება. საუკეთესო 10%-ის შემთხვევაში ხარჯი თითო თანამშრომელზე 611 დოლარია, ხოლო მედიანური მაჩვენებელი მხოლოდ 11.38 დოლარს შეადგენს, რაც საწარმოო პაკეტის (enterprise plan) ღირებულების ტოლფასია.

მიუხედავად ამისა, AI-ზე დანახარჯები კვლავ იზრდება. „AI-ზე დამოკიდებულ“ კომპანიებში გასულ თვეში თითო თანამშრომელზე ხარჯი 14.1%-ით გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია, თუმცა წამყვანი კომპანიები აქტიურად ცვლიან სტრატეგიას და სხვადასხვა მოდელებს შორის ბალანსირებენ, რათა წვდომა ჰქონდეთ როგორც ძვირადღირებულ, ისე უფრო იაფ, ღია კოდის (open source) ალტერნატივებზე.

წყარო: techcrunch.com