
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ 2035 წლისთვის აშშ-ის მონაცემთა ცენტრების მიერ ბუნებრივი აირის მოხმარებამ შესაძლოა გერმანიისა და იაპონიის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბოს. BloombergNEF-ის ახალი ანგარიშის თანახმად, მომდევნო ათწლეულში მონაცემთა ცენტრები ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდის მეორე უმსხვილესი მამოძრავებელი ძალა გახდებიან.
პროგნოზის მიხედვით, 2035 წლისთვის ეს ობიექტები დღეში დაახლოებით 18 მილიარდ კუბურ ფუტ აირს მოიხმარენ, რაც წინა პროგნოზთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Meta, Microsoft, Google და Amazon, უკვე გეგმავენ საკუთარი ბუნებრივი აირის ელექტროსადგურების მშენებლობას, რათა გვერდი აუარონ საერთო ქსელს. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია პრობლემისა: ქსელთან დაკავშირებული მონაცემთა ცენტრები ელექტროენერგიის სექტორში მოთხოვნას კიდევ 15 მილიარდი კუბური ფუტით გაზრდიან.
ასეთი მასშტაბური ზრდა ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ მატებას გამოიწვევს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ენერგეტიკულ სტაბილურობას, ისე კლიმატურ მიზნებს. ექსპერტების შეფასებით, მონაცემთა ცენტრების გაფართოება ყოველდღიურად დამატებით 1 მილიონი მეტრული ტონა სათბურის აირის ემისიას გამოიწვევს, რაც აშშ-ის ამჟამინდელი მთლიანი ემისიების დაახლოებით 12%-ს შეადგენს.
წყარო: techcrunch.com






