
ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიამ (NDRC) ორშაბათს განაცხადა, რომ დაბლოკა Meta-ს მიერ Manus-ის $2 მილიარდიანი შესყიდვა. Manus არის agentic AI startup, რომელიც ჩინელი ინჟინრების მიერ დაფუძნდა და სინგაპურში გადავიდა მანამ, სანამ მას მარკ ცუკერბერგი შეიძენდა გასული წლის ბოლოს.
ეს გადაწყვეტილება არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩარევა ტრანსნაციონალურ გარიგებაში. ეს Meta-სთვის სერიოზული დარტყმაა AI აგენტების სწრაფად მზარდ სივრცეში.
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ჩინეთის NDRC-მ ორივე მხარეს გარიგების სრულად გაუქმება უბრძანა.
თუმცა, სიტუაცია საკმაოდ რთულია. მარტის მდგომარეობით, Manus-ის 100-მდე თანამშრომელი უკვე გადავიდა Meta-ს სინგაპურის ოფისებში, ხოლო დამფუძნებლებმა აღმასრულებელი პოზიციები დაიკავეს. CEO Xiao Hong ახლა პირდაპირ ექვემდებარება Meta-ს COO-ს, Javier Olivan-ს. გავრცელებული ინფორმაციით, Manus-ის CEO Hong და მთავარი მეცნიერი Yichao Ji ამჟამად მატერიკულ ჩინეთში იმყოფებიან და ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ.
Meta-ს სპიკერმა განაცხადა: „ტრანზაქცია სრულად შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენ ველით, რომ საკითხი სათანადოდ გადაწყდება“.
Manus დაარსდა 2022 წელს Hong, Ji და Tao Zhang-ის მიერ. 2025 წლის შუა პერიოდში სტარტაპმა სათავო ოფისი ჩინეთიდან სინგაპურში გადაიტანა. 2025 წლის დეკემბერში Meta-მ დაახლოებით $2-3 მილიარდად შეიძინა იგი, რათა Manus-ის ტექნოლოგია პირდაპირ Meta AI-ში გაეერთიანებინა. თუმცა, კომპანიის ჩინურმა ფესვებმა ვაშინგტონშიც გამოიწვია შეშფოთება. სენატორმა John Cornyn-მა ეჭვქვეშ დააყენა ამერიკული კაპიტალის ჩინეთთან დაკავშირებულ კომპანიაში შედინების მიზანშეწონილობა.
წყარო: techcrunch.com







