
ჯეკ ჟანგი (Jack Zhang) 34 წლის იყო და თავის startup-ს სამი წელიწად-ნახევარი მართავდა, როდესაც სილიკონ ველიზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინვესტორს, Michael Moritz-ს (Sequoia) შეხვდა. Stripe-ს Airwallex-ის 1.2 მილიარდ დოლარად ყიდვა სურდა. იმ დროს კომპანიის წლიური შემოსავალი მხოლოდ 2 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჟანგი დათანხმებასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა და თავისი ხედვის ბოლომდე მისაყვანად ავსტრალიაში დაბრუნდა.
დღეს ეს გადაწყვეტილება საკმაოდ შორსმჭვრეტელური ჩანს. Airwallex-ის წლიური შემოსავალი 1.3 მილიარდ დოლარს აღწევს და წლიურად 85%-ით იზრდება, ხოლო ტრანზაქციების მოცულობა 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის შენება
Airwallex-ის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჟანგი მელბურნში ყავის მაღაზიას მართავდა და მიმწოდებლებისთვის თანხის გადახდა უჭირდა. მან და მისმა თანადამფუძნებელმა გადაწყვიტეს, შეექმნათ საკუთარი გლობალური ფულადი გზავნილების ქსელი.
ამჟამად Airwallex 50-მდე ბაზარზე დაახლოებით 90 ფინანსურ ლიცენზიას ფლობს, რაც, ჟანგის შეფასებით, ორჯერ აღემატება Stripe-ის მონაცემებს. რთულმა გზამ კომპანიას კონკურენტული უპირატესობა მისცა: ფულადი გზავნილების ოპერატორის ლიცენზიების წყალობით, მათ ეკოსისტემაში თანხის შენარჩუნებაა შესაძლებელი. ეს მომხმარებლებს უცხოური ვალუტის კონვერტაციის 2-3%-იანი საკომისიოს დაზოგვისა და ადგილობრივი ოპერაციების მარტივად მართვის საშუალებას აძლევს.
კონკურენცია და მომავლის გეგმები
ისტორიულად, Airwallex ძირითადად ავსტრალიისა და აზიის ბაზრებზე CFO-ებზე ფოკუსირდებოდა, ხოლო Stripe ამერიკელ დეველოპერებს იზიდავდა. თუმცა, რადგან Stripe საერთაშორისო ბაზრებზე ფართოვდება, Airwallex კი აშშ-ში ინაცვლებს, მათი ინტერესები იკვეთება.
დღეს Stripe 159 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და 1.9 ტრილიონი დოლარის ტრანზაქციებს ამუშავებს. Airwallex 8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ტრანზაქციების მოცულობა Stripe-ისას მხოლოდ 6-ჯერ ჩამორჩება და არა 20-ჯერ. ჟანგის თქმით, შემოსავლების სხვაობა ბევრად უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე კომპანიის ღირებულების (valuation) სხვაობა.
Airwallex-ის IPO 3-5 წელში იგეგმება. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია 2030 წლისთვის 1 მილიონი მომხმარებლის მოზიდვა და 20 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლის გენერირება. პარალელურად, ისინი ნერგავენ AI-ზე დაფუძნებულ ავტონომიურ ფინანსურ პროდუქტებს, რომლებიც არა მხოლოდ აანალიზებენ მონაცემებს, არამედ თავად ასრულებენ ტრანზაქციებს.
ორივე კომპანია ახლა ღია კონკურენციის რეჟიმშია. ჯეკ ჟანგი და პატრიკ კოლისონი (Stripe) წარსულში მეგობრულად იყვნენ განწყობილი, თუმცა გასულ წელს გამართულ ღონისძიებაზე მათ ერთმანეთთან არც კი უსაუბრიათ.
წყარო: techcrunch.com







