კალიფორნიაში დასაქმებულთა AI-სგან დაცვის ახალი, ამბიციური ინიციატივა განიხილება

კალიფორნიის გუბერნატორობის კანდიდატი, მილიარდერი Tom Steyer ახალ ინიციატივას წარადგენს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლებულ მუშაკებს დასაქმებისა და ბენეფიტების გარანტიას მისცემს. ის პირველი კანდიდატია შტატის მასშტაბით, ვინც მსგავსი პირობა დადო.

გეგმა მიზნად ისახავს კალიფორნია აქციოს „მსოფლიოს პირველ მსხვილ ეკონომიკად“, რომელიც AI-ის გავლენის ქვეშ მოქცეულ დასაქმებულებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი უზრუნველყოფს. ამის მისაღწევად, Steyer გეგმავს დანერგოს ე.წ. token tax, რაც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს AI-სთვის დამუშავებულ თითოეულ მონაცემზე მცირე გადასახადს დაუწესებს. მიღებული დაფინანსება გადაირიცხება Golden State Sovereign Wealth Fund-ში და მოხმარდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ახალი გეგმა ასევე ითვალისწინებს უმუშევრობის დაზღვევის გაფართოებას და ახალი სააგენტოს, AI Worker Protection Administration-ის შექმნას. მასში გაერთიანდებიან პროფკავშირების ლიდერები, აკადემიკოსები და ტექნოლოგები, რომლებიც დასაქმებულთა უფლებების დამცველ წესებს შეიმუშავებენ.

„ჩვენი შტატის მოსახლეობა შიშობს, რომ AI მთელ ეკონომიკას შეცვლის და ისინი სამსახურებს დაკარგავენ,“ აღნიშნა Steyer-მა. „გვჯერა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ კალიფორნიაში ვინმე პროგრესს მიღმა დავტოვოთ.“

აღსანიშნავია, რომ მსგავსი იდეები ტექნოლოგიურ სექტორშიც განიხილება. Anthropic-ის CEO-მ, Dario Amodei-მ წარსულში თავადაც წამოაყენა token tax-ის კონცეფცია, როგორც პრობლემის გონივრული გადაწყვეტა. პარალელურად, დემოკრატიული პარტიის სხვა კანდიდატები და ამერიკელი კანონმდებლები აქტიურად მუშაობენ AI ეპოქაში სამუშაო ძალის გადამზადების და დაცვის მექანიზმებზე.

„AI-ის რეგულაციაზე უარის თქმა სრულიად გაუმართლებელია,“ აცხადებს Steyer. „თუ კალიფორნიას სურს ლიდერობა, ჩვენ უნდა გვქონდეს მომავლის ხედვა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ანტრეპრენერების გამდიდრებით საზოგადოების სხვა წევრების ხარჯზე.“

წყარო: wired.com